2025 წლის ნოემბერში ყველაზე მეტად არასაცხოვრებელი სეგმენტის მშენებლობა გაძვირდა. საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მშენებლობის ღირებულების ნოემბრის ინდექსის მიხედვით, CCI წინა თვესთან შედარებით 0.5%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.2%-ით გაიზარდა.
მათ შორის:
⦁ საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.9%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 7.9%-ით;
⦁ არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1.7 %-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 10.7%-ით;
⦁ სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.4%-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 0.9%-ით.
საქსტატის განმარტებით, წლიურად მშენებლობის გაძვირება უმეტესაც დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ზრდამ განაპირობა.




























