2026 წლის აგვისტოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, რომელიც სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებული დანახარჯების ცვლილებას აჩვენებს, წინა თვესთან შედარებით 0.8%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 3.4%-ით გაიზარდა.
საქსტატის მონაცემებით, მათ შორის:
⦁ საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.7%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 0.6%-ით;
⦁ არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 4.7%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 4.6%-ით;
⦁ სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.6%-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 7%-ით.
რაც შეეხება ცვლილების განმაპირობებელ მიზეზებს, თვის ჭრილში ინდექსის 0.8%-ით კლება ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 6.5%-იანი კლებით, რამაც -1.42 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით კი მშენებლობის ღირებულების ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის ხარჯების კატეგორიის 19.7%-იანი მატებით და სამშენებლო მასალების 0.8%-იანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად 2.31 და 0.48 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 29.2%-ით

























