მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წლის პირველ ნახევარში Lucid-მა ელექტრომობილების გაყიდვის ახალ რეკორდს მიაღწია

Lucid
BM. GE
07.07.25 00:32
664

ელექტრომობილების მწარმოებელმა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში Lucid-მა ავტომობილების რეკორდული რაოდენობა გაყიდა. გასული წლის პირველ ორ კვარტალთან შედარებით მათ მანქანებზე მოთხოვნა 38%-ით გაიზარდა. შეიქმნა 3,863 და გაიყიდა 3,309 მანქანა. ამის მიუხედავად, ავტომწარმოებელმა ვოლსტრიტის მოლოდინების გამართლება ვერ მოახერხა. კომპანია პირობას დებდა, რომ 4,305 ელექტრომობილის შექმნას და 3,611 ერთეულის გაყიდვას მოახერხებდა. ანალიტიკოსების შეფასებით, ამის მიზეზი კომპანიის მიერ დაწესებული ფასია. როგორც ჩანს, მომხმარებლები კიდევ უფრო ხელმისაწვდომ კომპანიებს ანიჭებენ უპირატესობას.

Lucid-ი ერთ-ერთია იმ ავტომწარმოებლებს შორის, რომლებიც ტრამპის მიერ გამოცხადებულმა ტარიფებმა დააზარალა. კომპანიას ფასების 8-15%-მდე გაზრდა მოუწია. აღსანიშნავია, რომ იძულებითი ცვლილებების მიუხედავად, Lucid-ის წარმომადგენლებს უარყოფითი მოლოდინი მაინც არ აქვთ. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ წლის ბოლომდე გაყიდვების მაჩვენებელი 20,000-ს მიაღწევს. ამჟამად ავტომწარმოებლის ყველაზე გაყიდვადი მოდელი ყველგანმავალი Gravity-ა და მისი ღირებულება $50,000 დოლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები