საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. მთლიანობაში, პირველ ნახევარში სარკინიგზო ტრანსპორტით 777 ათასი მგზავრი გადაადგილდა, რაც 21%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
2024 წლის პირველ ნახევარში რკინიგზა 991 ათას მგზავრს მოემსახურა, ხოლო 2025 წელს ეს რიცხვი 214 ათასზე მეტით შემცირდა.
მხოლოდ მეორე კვარტალში (აპრილი-ივნისი) რკინიგზა 428 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წელთან შედარებით 18.5%-ით ნაკლებია. პირველ კვარტალში (იანვარი-მარტი) კი 349 ათასმა იმგზავრა, რაც ასევე 25%-ით ჩამორჩება 2024 წლის პირველი კვარტალის მაჩვენებელს.




























