მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წლის პირველ ნახევარში საქართველომ $34 მილიონის კონდინციონერები შეიძინა

კონდინციონერი

2025 წლის პირველ ნახევარში საქართველომ 34 მილიონი დოლარის კონდიციონერები იყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.2 მილიონი დოლარით, ანუ 32%-ით მეტია.

სტატისტიკის თანახმად, 2024 წელს საქართველოში სულ 43.8 მილიონი დოლარის 208 ათასი ერთეული კონდიციონერის იმპორტი განხორციელდა. შესაბამისად, ერთი კონდიციონერის ფასი იმპორტის გაფორმებისას 210 დოლარს, ანუ 570 ლარს შეადგენდა, რასაც თავის მხრივ დღგ-ის 18%-იც ემატება, რის შედეგადაც საქართველოში კონდიციონერის ღირებულება იმპორტისას საშუალოდ 673 ლარს შეადგენდა.

წელს საქართველოში კონდიციონერები ძირითადად ჩინეთიდან და ჰონგკონგიდან შემოვიდა. კერძოდ, ჩინეთიდან იმპორტი 27 მილიონი დოლარი იყო, ჰონკონგიდან $2.5 მლნ, სინგაპურიდან $2.3 მლნ, თურქეთიდან $1.1 მლნ, ტაილანდიდან კი 0.4 მილიონი დოლარი.

სტატისტიკის თანახმად, საქართველოში წლიდან წლამდე კონდიციონერების იმპორტი მზარდია. 2021 წელს ქვეყანამ 11 მილიონი დოლარის 45 ათასი ცალი კონდიციონერი შეიძინა, 2022-ში ეს რიცხვი $27 მილიონამდე და 97 ათას მოწყობილობამდე გაიზარდა, 2023-ში $32.8 მილიონამდე და 146 ათას მოწყობილობდამდე, 2024-ში კი 43.8 მილიონ დოლარამდე და 208 ათას მოწყობილობამდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები