მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

7 თვეში ექსპორტი $4.6 მილიარდამდე გაიზარდა, იმპორტის ზრდა მცირეა | ექსპრეს მონაცემები

ბათუმის პორტი

2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 15 მილიარდ 517 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 7.5%-ით მეტია.

აქედან, ექსპორტი 4 მილიარდ 668 მლნ დოლარი იყო. ზრდა 21.6%ია. ხოლო იმპორტი 2.4%-ით 10 მილიარდ 849 მლნ დოლარამდე გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-ივლისში 6 მილიარდ 180 მლნ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.8%-ია.

სტატისტიკის ექსპრეს მონაცემებით, მხოლოდ ივლისში ექსპორტი 29.7%-ით გაიზარდა და 792 მილიონი დოლარი შეადგინა. იმპორტი კი 5.8%-ით $1 მილიარდ 703 მილიონამდე გაიზარდა.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო ვაჭრობის 7 თვის დეტალური მონაცემები 19 აგვისტოს გამოქვეყნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები