მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წლის სეზონზე საქართველომ საზღვარგარეთ $117.4 მილიონის თხილი გაყიდა - სამინისტრო

თხილი

2025 წლის 1 აგვისტოდან 2026 წლის 13 იანვრის ჩათვლით, საქართველოდან ექსპორტზე 11.7 ათასი ტონა თხილი გავიდა, რომლის საერთო ღირებულებამ 117.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა - ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის რაოდენობა 171.4 ტონით გაიზარდა, ხოლო მიღებული შემოსავალი 48.8 მილიონი აშშ დოლარით (71%-ით).

1 კილოგრამი თხილის საშუალო საექსპორტო ფასმა 10.06 აშშ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 69%-ით აღემატება.

ქართული თხილის ძირითადი საექსპორტო ქვეყანაა იტალია - 3.7 ათასი ტონა, მას მოსდევს ესპანეთი - 1.3 ათასი ტონა, გერმანია - 786.3 ტონა და საფრანგეთი - 617.6 ტონა.

ამასთან, ქართული თხილი აქტიურად გადის ექსპორტზე სირიაში, სომხეთში, საბერძნეთში, რუსეთში, ჩეხეთსა და პოლონეთში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები