მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

7 თვეში საქართველოდან ექსპორტზე $1.1 მილიარდის აგროსასურსათო პროდუქცია გავიდა - სამინისტრო

ექსპორტი

2026 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან 1.1 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქციაა ექსპორტირებული, რაც 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 14%-ით აღემატება - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტირებული იყო 969 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია.

სამინისტროს ცნობით, 7 თვეში ძირითად საექსპორტო პროდუქტებს წარმოადგენს: ყურძნის ნატურალური ღვინოები (143.2 მლნ აშშ დოლარი), სპირტიანი სასმელები (138.2 მლნ აშშ დოლარი), უალკოჰოლო გაზიანი სასმელები (120.5 მლნ აშშ დოლარი), მინერალური და მტკნარი წყლები (115.9 მლნ აშშ დოლარი), კაკლოვანი ხილი (ძირითადად თხილი) (78.4 მლნ აშშ დოლარი), მოცვი (62.9 მლნ აშშ დოლარი) და სხვა.

აგროსასურსათო პროდუქციის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: რუსეთი, ევროკავშირი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, უკრაინა, უზბეკეთი და სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები