მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წლის თებერვალში სებ-მა Bmatch პლატფორმით ოპერაციები არ განახორციელა

დოლარი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის თებერვალში იანვრის მსგავსად Bmatch სავაჭრო პლატფორმით ოპერაციები არ განხორციელებულა. შესაბამისად, იანვარ-თებერვალში სებ-ი სავალუტო ბაზარზე არ ჩარეულა.

თუმცა, 10 მარტს სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ სავალუტო ბაზარზე უკვე შეინიშნება წინაპირობა რომ სებ-მა უცხოური ვალუტის შესყიდვები განახორციელოს და ამ გზით სავალუტო რეზერვები გაზარდოს.

რაც შეეხება რეზერვებს, 2025 წლის თებერვალში საქართველოს საერთაშორისო სარეზერვო აქტივები 202 მილიონი დოლარით შემცირდა და 4.23 მილიარდი დოლარი შეადგინა. წლიურ ჭრილში რეზერვები 512 მილიონი დოლარით, ანუ 11%-ით არის შემცირებული.

საქართველოს სავალუტო რეზერვების კლება სავარაუდოდ განპირობებულია სახელმწიფო ბიუჯეტთან და სახელმწიფო კორპორაციების მიერ სებ-ის რეზერვების გამოყენებით, რადგანაც სახელმწიფო ვალის და სახელმწიფო კომპანიების ვალების დაფარვა სწორედ ამ თანხებიდან ხორციელდება.

საჯაროდ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტმა იანვარ-თებერვალში საგარეო ვალების მომსახურებაზე 359 მილიონი ლარი ანუ 128 მილიონი დოლარი დახარჯა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები