მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქროს გაუფასურებამ სებ-ის რეზერვების ღირებულება $97 მილიონით შეამცირა

ოქროს ზოდი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვების სექტემბრის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასული თვის განმავლობაში ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების შემადგენელი ოქროს პორტფელი 97 მილიონი დოლარით შემცირდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები მოიცავს 250,000 უნცია ოქროს, (7.8 ტონას), ხოლო სექტემბერში აღნიშნული ოქროს ღირებულება აგვისტოში არსებული 1.149 მილიარდი დოლარიდან 1.051 მილიარდ დოლარამდე, ანუ 97 მილიონი დოლარით შემცირდა.

ეს დაკავშირებული იყო სექტემბერში ოქროს ფასის კლებასთან. საქმე ისაა, რომ თუკი 31 აგვისტოს, ანუ რეზერვების სტატისტიკის განახლებისას ერთი უნცია ოქროს ღირებულება შეადგენდა 4448 დოლარს; 30 სექტემბრისთვის მისი საფასური 4156 დოლარამდე იყო შემცირებული, რაც 6.6%-იან კლებას წარმოადგენს.

რაც შეეხება ჯამურად, ეროვნული ბანკის მთლიან სავალუტო რეზერვებს, მისი მოცულობა სექტემბერში 26 მილიონი დოლარით, 8.17 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, შესაბამისად რომ არა ოქროს ღირებულების კლება, საქართველოს სავალუტო რეზერვები უფრო მეტად - 120 მილიონი დოლარის ფარგლებში გაიზრდებოდა.

ოქროზე მთლიანი სავალუტო რეზერვების 12.9% მოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები