მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წლის TOP-5 შემოსავლიანი ფილმი

ყველაზე შემოსავლიანი ფილმები 2025

2025 წელი კინემატოგრაფიისთვის მძიმე, მაგრამ მაინც წარმატებული წელი გამოვიდა. ნებისმიერი ფილმი, რომელიც $500 მილიონს სცდება შემოსავლებით, უკვე საკულტო ფილმად ითვლება, ამ მხრივ კი 2025 წელი ნამდვილად გამოირჩეოდა.

უფრო კონკრეტულად კი გასული წელი საერთაშორისო ასპარეზზე რამდენიმე ბლოკბასტერისთვის წარმატებული გამოდგა, სადაც დომინირებდნენ როგორც ანიმაციური პროექტები, ისე საერთაშორისო მნიშვნელობის მხატვრული და მოქმედებითი ჟანრის ფილმები. ნამუშევრები არა მხოლოდ დიდი შემოსავლის მომტანნი არიან, არამედ დაამტკიცეს, რომ კინოთეატრით სარგებლობა კვლავაც აქტუალურია, თუნდაც სტრიმინგის ეპოქაში.

2025 წლის TOP-5 ყველაზე შემოსავლიანი ფილმის რეიტინგი კი ასე გამოიყურება:

1. Ne Zha 2 - $2.15 მლრდ
2025 წლის აბსოლუტური ბოქს-ოფის ლიდერი გახდა ჩინური ანიმაცია Ne Zha 2 - ნამუშევარი, რომელიც ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ანიმაციური ფილმის სტატუსი მოიპოვა. “ნე ჟა” მეორე ნაწილია ჩინური მითოლოგიური პერსონაჟის თავგადასავალზე და ტრიუმფალური შედეგით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით გასული წლის ყველაზე მაღალ შემოსავლიან ფილმად იქცა. მისი საერთაშორისო მიღწევა, განსაკუთრებით აზიურ ბაზრებზე, იმდენად მასშტაბურად იყო, რომ მან სხვა გლობალურ ჰოლივუდურ ახალწვეულებსაც გადაუსწრო. ეს შედეგი არა მხოლოდ 2025 წლის განმავლობაში მიღწეული ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბილეთების გაყიდვაა, არამედ მხოლოდ რამდენიმე ანიმაციურმა ფილმმა შეძლო მსგავსი მასშტაბის წარმატების მიღწევა ისტორიაში და Ne Zha 2 ამ სიაში ერთ-ერთი უდიდესი აღმოჩნდა.

2. Zootopia 2 - $1.42 მლრდ
"დისნეიმ" დააპროექტა და განახორციელა ამ წელიწადში შესანიშნავი ანიმაციური ფილმების მთელი კასკადი, რომელმაც მთელი რიგი ოჯახური აუდიტორია, როგორც ლოკალურ ბაზრებზე, ისე გლობალურად მოიზიდა - ეს ტენდენცია კი Zootopia 2-მა დააგვირგვინა. Zootopia 2 არ არის უოლტ დისნეის ჩვეულებრივი ანიმაცია ის მოიცავს ბრწყინვალე პერსონაჟებს, გვიჩვენებს გულის ამაჩუყებელ ისტორიას და თანამედროვე თემებს, რაც მას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის, როგორც პატარებისთვის, ასევე ზრდასრული გულშემატკივრებისთვისაც.

3. Lilo & Stitch - $1.03 მლრდ
ლეგენდარული ანიმაციის ლაივ-ექშენ გადატანილი თანამედროვე ვერსია, რომელმაც ფინანსურად მსოფლიოს მასშტაბით წარმატებით გადააჭარბა $1 მილიარდს ძალიან წარმატებული გამოვიდა. ეს ფილმი, რომელიც ჰავაის ჯადოსნურ და მხიარულ ისტორიაზე აიგო, წარმატებით დაუბრუნდა მნიშვნელოვან ოჯახურ აუდიტორიას. მისი სიუჟეტი, ვიზუალი და თანამედროვე მეტაფორების ინტერპრეტაციები მას მეტად გამორჩეულს ხდის.

4. A Minecraft Movie - $958 მლნ
2025 წელს განსაკუთრებული ადგილი დაიკავა A Minecraft Movie-იმ ფილმმა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეო თამაშ Minecraft-ის ეკრანიზაციას მიეძღვნა.
ამგვარად, ის ვიდეოთამაშებზე გადაღებული ფილმიდან მიღებული შემოსავალით რეკორდსმენი გახდა. მასში მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორებიც არიან ჯეკ ბლექი და ჯეისონ მომოა, რაც დაეხმარა ნამუშევარს უფრო ფართო აუდიტორიაზე გასვლაში. ამის გარდა, ფილმი შემდგომ გაგრძელებასაც უყრის ფუნდამენტს, რადგან მომავალში დაგეგმილია მისი სიქველის გადაღებაც.

5. Jurassic World: Rebirth - $869 მლნ

იურული პერიოდის დინოზავრებზე გადაღებული ფილმები მოდიდან არ გადადის და კვლავაც აღაფრთოვანებს მაყურებელს თავისი დიდებული სპეცეფექტებითა თუ დაძაბული სიუჟეტით. მიუხედავად იმისა, რომ მისმა უახლესმა ნაწილმა კინო კრიტიკოსებისგან გარკვეულწილად კრიტიკა დაიმსახურა, მან მაინც შეძლო ყველაზე შემოსავლიანი ფილმების ხუთეულში შესვლა, ვინაიდან ის აერთიანებს საოცარ ვიზუალურ ეფექტებსა და გულშემატკივრების ნოსტალგიას, რაც მას საკულტო სტატუსს სძენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები