მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2025 წლის ყველაზე ძვირად ღირებული ნახატები

აუქციონები

გთავაზობთ 2025 წლის ყველაზე ძვირად ღირებულ ნახატებს:

10.

კლოდ მონეს Nymphéas (1907) ნოემბერში $45,485 მილიონად გაიყიდა. ნახატი პირველად Sotheby’s-ის აუქციონზე 1985 წელს გაიყიდა $1,65 მილიონად, რაც დღეს ინფლაციის გათვალისწინებით $5 მილიონს უდრის.

ნახატზე მონეს კუთვნილი ბაღის ტბაში მოყვავილე დუმფარებია გამოსახული. გასულ წელს დუმფარების სერიიდან კიდევ ერთი ნახატი Nymphéas (1914–17) Sotheby's-ის აუქციონზე $65,6 მილიონად გაიყიდა.


Claude Monet

Nymphéas, 1907 - $45,485,000

9.

პიკასოს მუზის მარი-ტერეზ ვაკტერის პორტრეტი, მისი 20 საუკუნის ერთ-ერთი საკულტო ნამუშევარი, რომელიც სწორედ იმ პერიოდს მიეკუთვნება, როდესაც მარი-ტერეზა მის შემოქმედებაზე დიდ გავლენას ახდენდა. 1932 წელს შესრულებული ნახატი აუქციონზე $45,485 მილიონად გაიყიდა.

Pablo Picasso

La Lecture (Marie-Thérèse), 1932 - $45,485,000

8.

მონდრიანის ნამუშევარი Composition with Large Red Plane, Bluish Gray, Yellow, Black and Blue (1922) წელს მაისის თვის ყველაზე ძვირად ღირებული ნახატი იყო და მხატვრის მეორე ყველაზე ძვირად ღირებული ნახატია. ყველაზე ძვირად ღირებული კი 2022 წელს Sotheby’s-ის მიერ $51 მილიონად გაყიდული Composition No. II (1930) იკავებს.

Piet Mondrian

Composition with Large Red Plane, Bluish Gray, Yellow, Black and Blue, 1922 - $47,560,000

7.

ჟან-მიშელ ბასკიას წლის ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევარი სწორედ ნომებერში გაიყიდა, სიაში მეშვიდე ადგილს მისი Crowns (Peso Neto) იკავებს. ნახატი 1981 წელს არის შესრულებული, როდესაც ბასკიამ “ქუჩიდან” გალერეებში გადაინაცვლა, რის შემდეგაც მალევე მან კომერციული აღიარება მოიპოვა. ნახატი აუქციონზე $48,3 მილიონად გაიყიდა.


Jean-Michel Basquiat

Crowns (Peso Neto), 1981 - $48,335,000

6.

ფრიდა კალოს ნამუშევარი El sueno (la cama) წლის ქალი მხატვრის აუქციონზე ყველაზე ძვირად გაყიდული ნახატი გახდა. ნამუშევარი Sotheby’s-ის აუქციონზე 54,7 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.


Frida Kahlo

El sueño (La cama), 1940 - $54,660,000

5.

მეხუთე ადგილს მარკ როთკოს $62,16 მილიონად გაყიდული No. 31 (Yellow Stripe) იკავებს, შთამბეჭდავი შედეგის მიუხედავად, ეს როთკოს ყველაზე ძვირად ღირებული ნახატი არაა, მისი ნამუშევრის სააუქციონო რეკორდი 2012 წელს Christie’s-ის აუქციონზე $86.9 მილიონად გაყიდულ ნახატს Orange, Red, Yellow (1961) ეკუთვნის.


Mark Rothko

No. 31 (Yellow Stripe), 1958 - $62,160,000


4.

სიაში მეოთხე ყველაზე ძვირად ღირებული ნახატი ვან გოგის ნატურმორტი პარიზული რომანები და ვარდები ლარნაკშია, რომელიც მხატვარმა პარიზში, ძმასთან ტეოსთან ცხოვრებისას შექმნა. პარიზული ნოველები მხატვრის გარდაცვალების შემდეგ იტალიელმა მხატვარმა ანტონიო მანჩინიმ შეიძინა, პირველად კი აუქციონზე ნახატი 1988 წელს გავიდა, სადაც 7 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა.


Vincent van Gogh

Piles de romans parisiens et roses dans une verre (Romans parisiens), 1887 - $62,710,000

3.

წლის სამი ყველაზე ძვირად ღირებული ნახატი ცნობილ ავსტრიელ მხატვარ გუსტავ კლიმტს ეკუთვნის. მიუხედავად იმისა, რომ კლიმტი ცნობილია დეკორატიული პორტრეტებით, მისი პეიზაჟები არანაკლებ შთამბეჭდავია, სწორედ ამიტომ მის ყველაზე ინოვაციურ პეიზაჟად მიჩნეული აყვავილებული მდელო (Blumenwiese) აუქციონზე $86 მილიონად გაიყიდა.


Gustav Klimt

Waldabhang bei Unterach am Attersee (Forest Slope in Unterach on the Attersee), 1916 - $68,320,000

2.

მეორე ადგილს გუსტავ კლიმტის კიდევ ერთი პეიზაჟი იკავებს. ნახატი კლიმტის ყველაზე გვიანი პეიზაჟია, კლიმტმა ის 1916 წელს ავსრიის ერთ-ერთ რეგიონში, ატერზეეს ტპაზე ბოლო ვიზიტისას შექმნა. აუქციონზე ნახატი $86,32 მილიონად გაიყიდა.


Gustav Klimt

Blumenwiese (Blooming Meadow), 1908 - $86,000,000

1.

ნოემბერში ყველაზე ძვირად გაყიდული ნახატი კლმიტის ლედერერის პორტრეტია. ნახატი აუქციონზე რეკორდულ $236,36 მილიონად გაიყიდა. მისი მფლობელი შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაიანი, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი გახდა.

Gustav Klimt

Bildnis Elisabeth Lederer (Portrait of Elisabeth Lederer, 1914 - $236,360,000

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები