მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წლის ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო კლუბები Forbes-ის მიხედვით

ძვირად ღირებული საფეხბურთო კლუბები 2025

კორონაცია უკვე რუტინად იქცა: მეხუთე წელია ზედიზედ და ბოლო 12 წლის განმავლობაში მეცხრედ, Forbes-ის რეიტინგის მიხედვით, ესპანური „რეალ მადრიდი“ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო გუნდია, რომლის ღირებულება $6.75 მილიარდს შეადგენს, ეს კი 2024 წლის მონაცემებთან შედარებით 2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2023-24 სეზონში „ლოს ბლანკოსმა“ $1.13 მილიარდის შემოსავალი დააფიქსირა, რითაც გახდა პირველი საფეხბურთო გუნდი, რომელმაც ერთ სეზონში მილიარდიანი ზღვარი გადალახა. აქამდე, მხოლოდ ერთი სპორტული გუნდი, NFL-ის „დალას ქოუბოიზი“ - იყო ისეთი, ვინც ამ ბარიერს პირველად 2021 წელს გადააბიჯა და შემდგომში ღირებულება $1.2 მილიარდამდე გაზარდა. ინგლისის პრემიერ ლიგის „მანჩესტერ სიტი“, $901 მილიონიანი შემოსავლით 2023-24 წლებში, ყველაზე ახლოს მივიდა ამ შედეგთან.

თუმცა, სწორედ მეორე მანჩესტერული გუნდი — „მანჩესტერ იუნაიტედი“ — არის „რეალ მადრიდთან“ ყველაზე ახლოს თავისი საფასო კატეგორიით, რაც $6.6 მილიარდს შეადგენს და ინარჩუნებს ლიდერობას კიდევ ერთ ესპანურ გრანდთან, „ბარსელონასთან“, რომელიც ფინანსური რეიტინგის მესამე ადგილს $5.65 მილიარდით იკავებს.

30 ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო გუნდის საერთო ღირებულება $72 მილიარდს აჭარბებს, რაც საშუალოდ თითო გუნდისთვის $2.4 მილიარდს შეადგენს და 2024 წლის რეკორდულ $2.26 მილიარდთან 5%-ით გაზრდილი შედეგია. რეიტინგში 12 გუნდი ინგლისის პრემიერ ლიგიდანაა, 4 იტალიის სერია A-დან, 3 ესპანეთის ლა ლიგიდან, 2 გერმანიის ბუნდესლიგიდან და 1 საფრანგეთის ლიგა 1-დან. ასევე, სიაში შედის 8 გუნდი MLS-დან, თუმცა არცერთი მათგანი არ არის უფრო მაღალი $1.25 მილიარდიან „LAFC“-ზე, რომელიც მე-15 ადგილზეა.

ევროპული კლუბები სარგებელს იღებენ კონტინენტური შეჯიბრებებიდან, რაც უფრო შორს გადიან ტურნირში, მით უფრო იზრდება ფულადი ჯილდოებიც. მაგალითად, „რეალ მადრიდის“ ფინანსური სარგებელი გასულ წელს გაიზარდა კლუბის მიერ UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოპოვებით, რაც $154 მილიონიან პრიზს მოიცავდა.

ამავდროულად, „ბარსელონა“ აგრძელებს მადრიდელების მაგალითის მიყოლას, სტადიონ “Camp Nou”-ს განახლებით, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალ ზაფხულს დასრულდება. ეს განახლება შეიძლება დაეხმაროს კლუბს $1 მილიარდიანი შემოსავლის ზღვართან მიახლოებაში.

სავარაუდოა, რომ მომავალი წლის გაფართოებული საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი და 2026 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატი ჩრდილოეთ ამერიკაში, სავარაუდოდ, ფეხბურთის პოპულარობას კიდევ უფრო გაზრდის და გუნდების ღირებულებას გააუმჯობესებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები