მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2025 წლის ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო კლუბები Sportico-ს ვერსიით

ყველაზე ძვირად შეფასებული საფეხბურთო კლუბები 2025 sportico-ს ვერსიით

ამერიკულმა სპორტულმა გამოცემა Sportico-მ 2025 წლის ყველაზე ძვირად შეფასებული საფეხბურთო კლუბების სია გამოაქვეყნა, საიდანაც ტოპ 50-ეულში წელს 14 პრემიერ ლიგის კლუბია — გასული წლის 9-ის ნაცვლად. ფინანსურად გამყარებულ კლუბებს შორის არიან: "ნიუკასლი" ($930 მლნ), "ასტონ ვილა" ($850 მლნ), "ევერტონი" ($845 მლნ) და "ბორნმუთი" ($630 მლნ).

ევროპა კვლავ დომინირებს საფეხბურთო ფინანსების კუთხით, კერძოდ ტოპ 15-ში არის ექვსი პრემიერ ლიგის კლუბი, სამი ლა ლიგიდან და სამი სერია ა-დან. თუმცა სიის ქვედა ნაწილში ჭარბობენ MLS-ის კლუბები — 19 წარმომადგენელი, რომელთაგანაც ლიდერია "ლოს-ანჯელეს FC", მე-16 ადგილზე $1.28 მლრდ-იანი ღირებულებით.

ტოპ 15 კლუბიდან ხუთმა ბოლო ორ სეზონში ერთობლივად $60 მილიონზე მეტი იზარალა. "პსჟ"-მ 2023-24 სეზონში $60 მილიონი დაკარგა, თუმცა ეს მაინც უკეთესია წინა წლების $117 მილიონსა და $400 მილიონთან შედარებით. მსგავსი ვითარებაა ქვედა პოზიციებზე: "ასტონ ვილა" (-$95 მლნ), "რომა" (-$70 მლნ), "ევერტონი" (-$55 მლნ) და "ბორნმუთი" (-$70 მლნ).

გერმანულ კლუბებს მეტი ფინანსური დისციპლინა აქვთ. ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ ბუნდესლიგის "50+1" წესის გამო კლუბის შეძენა ვერ ხერხდება, რადგან კლუბის წევრები რჩებიან მთავარ მფლობელებად.

საფეხბურთო ეკონომიკური მოდელის ნაკლოვანება ხსნის, თუ რატომ არიან მხოლოდ მადრიდის "რეალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" მსოფლიოს 20 ყველაზე ღირებული სპორტული ფრენჩაიზის სიაში. ამ სიაში დომინირებს NFL თავისი მკაცრი ხელფასის ზღვარითა და წლიური $400 მილიონიანი სატელევიზიო შემოსავლებით. ტოპ 100-ში შედის ყველა 32-ვე NFL-ის გუნდი, 30-ვე NBA-ის გუნდი და მხოლოდ 10 საფეხბურთო კლუბი.

2022 წლის შემდეგ ტოპ 50 კლუბიდან მხოლოდ "ევერტონი" გაიყიდა. The Friedkin Group-მა მისი შეძენა 2023 წლის დეკემბერში დაასრულა £645 მილიონი ღირებულებით ($806 მილიონი იმ დროის კურსით). ეს 3.5-ჯერ აღემატება კლუბის შემოსავალს. ვარაუდობენ, რომ ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება 2025-26 სეზონისთვის, როდესაც კლუბი ახალ სტადიონზე გადავა.

ტოპ 50 კლუბში შესასვლელი მინიმალური ღირებულება 2023 წელს $525 მილიონი იყო, შემდეგ წელს $550 მილიონი, ხოლო ახლა $610 მილიონია. ბოლო ორი წლის 16%-იანი ზრდა მნიშვნელოვნად ჩამორჩება NHL-ის (143%), NBA-ს (88%) და NFL-ის (66%) ზრდას.

რაც შეეხება ყველაზე ძვირად შეფასებულ კლუბს, მადრიდის “რეალი” გახდა პირველი საფეხბურთო გუნდი, რომელმაც სეზონში ოპერაციული შემოსავლებით €1 მილიარდი მიიღო. ჩემპიონთა ლიგის მოგებამ $154 მილიონი მოუტანა საპრიზო სახით, თუმცა მთავარი ფაქტორი 2024 წელს დასრულებული "სანტიაგო ბერნაბეუს" ხუთწლიანი, $1.2 მილიარდიანი რენოვაცია იყო.

კლუბის მატჩების შემოსავალი გაორმაგდა და $346 მილიონს მიაღწია, რაც ორჯერ აღემატება ნებისმიერი სხვა კლუბის მაჩვენებელს. აქ დიდი წვლილი შეიტანა პერსონალურ ადგილებზე ლიცენზიებმა, რომლებმაც $82 მილიონი გამოიმუშავა. კომერციული შემოსავალი სპონსორობებისა და სუვენირების გაყიდვების სახით 23%-ით გაიზარდა და $439 მილიონს მიაღწია.

ეს მიღწევები მადრიდულ გრანდს Sportico-ს 50 ყველაზე ძვირად ღირებულ საფეხბურთო კლუბების სიაში პირველ ადგილს ანიჭებს $6.53 მილიარდიანი ღირებულებით, რაც 8%-ით მეტია წინა წელთან შედარებით და აჭარბებს “მანჩესტერ იუნაიტედს” ($6.09 მილიარდი), რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველობას ინარჩუნებდა. ტოპ 50 კლუბის ჯამური ღირებულება $86 მილიარდს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 8%-იანი ზრდაა. ამაში წვლილი შეიტანა ევროს 5%-იანმა და ბრიტანული გირვანქის 6%-იანმა გამყარებამ Sportico-ს 2024 წლის შეფასებებთან შედარებით.

ტოპ ხუთეულს ასრულებენ: “ბარსელონა” ($5.71 მლრდ), “ლივერპული” ($5.59 მლრდ) და “ბაიერნი” ($5.21 მლრდ).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები