მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წლის ყველაზე გაძვირებული ფეხბურთელები - Transfermarkt

ყველაზე გაძვირებული ფეხბურთელები 2025

საფეხბურთო სამყაროში 2025 წელი განსაკუთრებული იყო, ვინაიდან ამ პერიოდში მრავალი საინტერესო და დაძაბული მატჩი გაიმართა. “პსჟ”-მ ისტორიაში პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, რამაც აღასრულა ფრანგული კლუბის გრძელი, ათწლიანი მიზანი – ყველაზე პრესტიჟული კლუბური ტიტულის მოგება. “ლივერპულმა” პრემიერ ლიგის მოგებით პრემიერ ლიგის ტიტულების რაოდენობით “მანჩესტერ იუნაიტედის” რეკორდი მოხსნა, რაც არნე სლოტის ხელმძღვანელობით მოხდა.

გერმანიაში ვითარება სტანდარტულს დაუბრუნდა, რადგან მიუნხენის “ბაიერნმა” კვლავ დაიმკვიდრა დომინანტი პოზიცია ბუნდესლიგაში, ხოლო “ნაპოლიმ” სკუდეტო დაიბრუნა, რითაც ნეაპოლის მცხოვრებლებში დიდი ზეიმი მოეწყო.

წელს არაერთ მაღალი დონის ფეხბურთელს ჰქონდა საოცარი წელი, რის შედეგადაც მათი ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა, მოწინავე ხუთეული კი ასე გამოიყურება:

1. მაიკლ ოლისე (მიუნხენის ბაიერნი) €65-დან €130 მილიონ ევრომდე
მატება: €65 მილიონი

2. ნიკ ვოლტემადე (ნიუკასლ იუნაიტედი) €7,5-დან €70 მილიონ ევრომდე
მატება: €62,5 მილიონი

3. ლენარ კარლი (მიუნხენის ბაიერნი) 0-დან €60 მილიონ ევრომდე
მატება: €60 მილიონი

4. ვიტინია (პსჟ) - €55-დან €110 მილიონ ევრომდე
მატება: €55 მილიონი

5. დინ ჰაუსენი (მადრიდის რეალი) - €18-დან €70 მილიონ ევრომდე
მატება: €52 მილიონი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები