ევროკავშირის ქვეყნებში მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე თითქმის 6.5 მილიონი ახალი მსუბუქი ავტომობილი გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა გამოცემა Ukravtoprom-მა გაავრცელა.
აღსანიშნავია, რომ ევროპელ მძღოლებს შორის კვლავ ყველაზე პოპულარული ბრენდი Volkswagen რჩება. 2025 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით, ევროკავშირის ავტოპარკს 738,878 ახალი Volkswagen შეემატა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-ით მეტია.
ევროპის ახალი ავტომობილების ბაზრის TOP-5 ბრენდი კი ასე გამოიყურება:
Volkswagen – 738,878 ერთეული (+5%);
Toyota – 496,009 ერთეული (-8%);
Škoda – 423,138 ერთეული (+10%);
Renault – 400,802 ერთეული (+7%);
BMW – 382,234 ერთეული (+4%).
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ივლისში მხოლოდ უკრაინელებმა 6.4 ათასზე მეტი ახალი მსუბუქი ავტომობილი შეიძინეს, რაც ივნისთან შედარებით 7%-ით მეტი, ხოლო 2024 წლის ივლისთან შედარებით 1%-ით მეტია.




























