მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წლის ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილები - TOP 10 ბრენდი და მოდელი

ev

EV Volumes-ის უახლესი მონაცემებით, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, ელექტრომობილების გლობალურ ბაზარზე 15 183434 გაყიდვა დაფიქსირდა. ეს მაჩვენებელი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30%-ითაა გაზრდილი.

ამ შედეგს ხელი შეუწყო სექტემბერში ქსელში ჩასართავი (plug-in) ელექტრომობილების გაყიდვების 23%-ით, 2 122 838-მდე ზრდამაც. შედეგად, ექვსი თვის განმავლობაში გაყიდვების ზრდის ტემპის შენელების შემდეგ, ბაზარი დასტაბილურდა.

2025 წლის პირველი ცხრა თვეში ელექტრომობილების სექტორის ზრდა და მოცულობა ძირითადად ელემენტიანმა ელექტრომობილებმა (BEV) განაპირობა. ამ პერიოდში აღნიშნული ტიპის 9 755 151 ერთეული გაიყიდა, რაც წლიურ ჭრილში 33.3%-იანი ზრდაა.

ლიდერი კომპანიები, ელექტრომობილების გლობალური ბაზრის წილის მიხედვით:

2025 წლის პირველ ცხრა თვეში გლობალურ ელექტრომობილების ბაზარზე დიდი უპირატესობით ლიდერობდა BYD. ჩინურ კომპანიაზე მოდიოდა ელექტრომობილების გაყიდვების 19.3%, მისი გაყიდვების მოცულობა კი 15.3%-ით გაიზარდა და 2 928 446 ერთეული შეადგინა. მან ბაზრის ორჯერ უფრო დიდი წილი დაიკავა, ვიდრე მისმა უახლოესმა კონკურენტმა, Tesla-მ.

2025 წლის ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილები (BEV):

მოდელი გაყიდვები 2025 (იან-სექ)
1 Tesla Model Y 808,173
2 Tesla Model 3 369,756
3 Geely Geome Xingyuan 343,514
4 BYD Seagull / Dolphin Surf 292,579
5 Wuling Mini 287,082
6 Xiaomi SU7 219,810
7 BYD Yuan Plus / Atto 3 184,300
8 BYD Yuan Up / Atto 2 174,137
9 BYD Dolphin 162,744
10 Xpeng M03 131,812

BYD ბაზარს როგორც BEV, ასევე PHEV მოდელების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს, რომლებიც რეიტინგებში მუდმივად მაღალ პოზიციებს იკავებენ. ბრენდი იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით ათი ყველაზე გაყიდვადი PHEV-დან შვიდის მწარმოებელია.

2025 წლის ყველაზე გაყიდვადი plug-in ელექტრომობილები მსოფლიოში:

მოდელი გაყიდვები 2025 (იან-სექ)
1 BYD Song Plus/ Seal U 262,445
2 BYD Qin Plus 192,479
3 BYD Song Pro 175,263
4 BYD Seal 6 167,577
5 Li Auto L6 135,068
6 BYD Qin L 132,794
7 BYD Destroyer 05 / Seal 05 120,790
8 BYD Song L 110,129
9 Aito M8 104,327
10 Galaxy Starship 7 99,817

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები