მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2025 წელს საქართველო ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს - "ბიუჯეტიდან ₾100 მლნ უნდა გამოვყოთ"

6486f4466b0c0
ვიქტორია მღებრიშვილი
12.06.23 14:37
3200
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2025 წელს დაგეგმილი ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის ორგანიზებისთვის სახელმწიფო 100 მლნ ლარს დახარჯავს. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ფესტივალის გამართვისთვის თბილისსა და ბაკურიანში შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

„ვიწყებთ მზადებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის, მოგეხსენებათ, 2025 წელს საქართველო ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს, ამის თაობაზე დღეს გვექნება მსჯელობა. ჩვენ 100 მლნ ლარი უნდა გამოვყოთ ბიუჯეტიდან და ფესტივალისთვის დავიწყებთ მზადებას. ბაკურიანში მოეწყობა ბიატლონის და თხილამურებით რბოლის მოედანი, თბილისში აშენდება ყინულის სასახლე და სხვა ახალი ინფრასტრუქტურა დაემატება თბილისსა და ბაკურიანს. წელს 25 მლნ ლარი უკვე არის გამოყოფილი, ჯამში 100 მლნ ლარი დაგვიჯდება ამ ფესტივალის ორგანიზება“, - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) 49-ე გენერალურ ასამბლეაზე, 2020 წლის ნოემბერში ბაკურიანს ოფიციალურად მიენიჭა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები