მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2025 წლიდან კვერცხის საწარმოების ავტორიზაცია სავალდებულო გახდება

BM.GE
26.01.23 12:42
244
მეწარმეებისთვის კვერცხის საწარმოების ავტორიზაცია სავალდებულო გახდება. მთავრობამ მეკვერცხული მიმართულების საწარმოს ავტორიზაციის წესი განსაზღვრა, რომელიც ძალაში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან შევა, წესის ნაწილი კი 1-ელი ივნისიდან. 

მთავრობის ახალი დადგენილებით, წესის შესრულებაზე კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო აიღებს. სააგენტომ უნდა შექმნას საწარმოების რეესტრი, თუმცა როგორც სექტორში აცხადებენ, მხოლოდ რეესტრის შექმნა არსებითად არაფერს შეცვლის და აუცილებელია, ე.წ. საოჯახო ფერმების კონტროლი, რომელიც ყველგან არის გახსნილი და რეალურად მომხმარებელმა არ იცის, რამდენად სანდო და ჯანსაღ პროდუქტს ყიდულობს. 

რა იცის ბიზნესმა ავტორიზაციაზე?

სტუმარი: ზურაბ უჩუმბეგაშვილი - "მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის" თავმჯდომარე;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები