მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2026-2027 წლებში Google-ი უსაფრთხოების რეგულაციებს გაამკაცრებს

Android
BM. GE
28.08.25 09:10
863
სტატიაში საუბარია:

2026 წლის სექტემბრიდან, Google-ი უსაფრთხოების რეგულაციების საგრძნობლად გამკაცრებას გეგმავს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, დეველოპერებს, რომელთაც Play Store-ზე აპლიკაციების განთავსება ენდომებათ, სპეციალური შემოწმების გავლა მოუწევთ. პროცესის ფარგლებში მოხდება მათი სრული იდენტიფიკაცია. შესაბამისად, თუ რომელიმე დეველოპერი პლატფორმაზე თაღლითურ აპლიკაციას განათავსებს, Google-ს შესაძლებლობა ექნება კონკრეტული პირების წინააღმდეგ სამართლებრივი საქმე წამოიწყოს.

პირველ ეტაპზე Google საიდენტიფიკაციო პროცესს ყველაზე პრობლემურ ოთხ ქვეყანაში - ბრაზილიაში, ინდონეზიაში, სინგაპურსა და ტაილანდში დაიწყებს. 2027 წლიდან კი მოთხოვნა მსოფლიოს მასშტაბით ყველა დეველოპერს შეეხება.

აპლიკაციების შემქმნელებს იურიდიული სახელისა და გვარის, საცხოვრებლის მისამართის, ოფიციალური მეილის, ტელეფონის ნომრისა და მთავრობის მიერ გამოშვებული პირადობის მოწმობის წარდგენას მოუწევთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები