მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის სასამართლომ Google-ი და Telegram-ი $45,000-ით დააჯარიმა

Google & Telegram
სტატიაში საუბარია:

მოსკოვის ტაგანსკის რაიონულმა სასამართლომ აკრძალული შინაარსის ინფორმაციის არწაშლის გამო Google-ი და Telegram-ი 3.8 მილიონი რუბლით ($45,000) დააჯარიმა.

როგორც ირკვევა, რუსულმა მართლმსაჯულებამ ორივე კომპანიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქციები ონლაინსივრცეში მონაცემთა მართვის წესების დარღვევისთვის დააკისრა. საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, მოსამართლემ მხარეებს პასუხისმგებლობა ინტერნეტპლატფორმებზე აკრძალული მასალების წაშლის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო განუსაზღვრა.

აღსანიშნი ფაქტია, რომ ამ გადაწყვეტილებით ცალკეულად Telegram-ის მიერ გადაუხდელი ჯარიმების საერთო მოცულობამ რუსეთში 38 მილიონ რუბლს ($450,000) გადააჭარბა. ინფორმაციისთვის, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა ივლისის ბოლოს Telegram-ის თანადამფუძნებლის, პაველ დუროვის მიმართაც გამოაცხადა საერთაშორისო ძებნა, თუმცა მის ექსტრადიციას არც საამიროები და არც საფრანგეთი არ თანხმდებიან.

აღსანიშნავია, რომ რუსული სპეცსამსახური დუროვს უკანონო მასალების წაშლის შესახებ გაგზავნილი 150 ათასზე მეტი მოთხოვნის უგულებელყოფას ედავება. უწყების მტკიცებით, აპლიკაციას ექსტრემისტები დივერსიების, კიბერდანაშაულისა და ტერორისტული აქტების დასაგეგმად იყენებდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები