მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"2026 წელი ძალიან საინტერესო იქნება. AI-სთან დაკავშირებულ ბევრ სიახლეს შევთავაზებთ მომხმარებელს" - ვახტანგ ბუცხრიკიძე

ვახტანგ ბუცხრიკიძე

"თიბისი ჯგუფის" გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე ამბობს, რომ როგორც უზბეკეთის, ისე საქართველოს ბაზრებისთვის ბევრი სიახლე მზადდება.

როგორც მან BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა, ბანკი გაზაფხულიდან ქართველ მომხმარებელს AI-სთან დაკავშირებულ ბევრ სიახლეს შესთავაზებს.

"შეიძლება ითქვას, რომ ორივე ქვეყანაში, უზბეკეთსა და საქართველოში ძალიან ბევრი სიახლე უკვე დავიწყეთ. საქართველოს მომხმარებლებზე რომ ვისაუბროთ, 2026 წელი ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნება. გაზაფხულიდან ბევრ სიახლეს შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებელს, რომელიც იქნება AI-სთან დაკავშირებული. მენეჯმენტის ხედვა თიბისიში არის, რომ თუ ვთქვათ 2010-დან 2020 წლამდე ბანკის მომხმარებლები ძირითადად დიჯიტალურად გადადიოდნენ და მომსახურებას იქ იღებდნენ, დღეს უკვე დაიწყო ერა და გვინდა რომ ერთ-ერთი პირველები ვიყოთ ამ მიმართულებით, როდესაც დიჯიტალურში უკან შემოვიყვანთ, დავამყარებთ პირად ურთიერთობას, მაგრამ ეს იქნება ადამიანების ჩართვის გარეშე, AI-ს გამოყენებით. აქ უკვე ძალიან ბევრი ასე ვთქვათ მარცვალი გვაქვს ჩაგდებული, რომელსაც ვფიქრობ, რომ 2026-ში ჩვენი მომხმარებელი საქართველოში ნახავს ამას ყველაფერს",- ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე.

მან ასევე ისაუბრა ტექნოლოგიური მიმართულებით უკვე განხორციელებულ ცვლილებებსა და საინვესტიციო პლატფორმაზე.

"საქართველოში ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო 2023-2024 წლები, როდესაც ჩვენი დიჯიტალური ეკოსისტემების შიგნით შემოტანა მოვახდინეთ, მთლიანად ჩვენ ვმართავთ ამ ყველაფერს. და 2025 წელი იყო პირველი წელი, როდესაც დიჯიტალურად ჩვენ შევეცადეთ უკვე განსხვავებულად არსებული და ახალი პროდუქტები შეგვეთავაზებინა ჩვენი მომხმარებლისათვის. მაგალითისათვის, 250 000-ზე მეტი ყოველთვიური მომხმარებელი დავიმატეთ მარტო საქართველოში 2025 წელს და პერსპექტივაში გვინდა მომავალ სამ წელიწადში 600 000-ზე მეტი მომხმარებელი დავიმატოთ.

საინვესტიციო პლატფორმას, რომელიც თიბისი მობაილში საქართველოში გაგვაჩნია, დღეს ჰყავს 100 000-ზე მეტი მომხმარებელი. ძალიან მარტივია მოხმარებისათვის და საკმაოდ მოკლე პერიოდში ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელი იქნება კიდევ დამატებითი ახალი პროდუქტების შეძენა ჩვენს აპლიკაციაში და პერსპექტივა საკმაოდ დიდი გვაქვს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ აი ეს ჯილდოები და წარმატებები გაცილებით მეტი გვექნება 2026-2027 წლებში, იმიტომ რომ ის, რაც ახლა დღეს თიბისიში ხდება, გაცილებით სწრაფად და ხარისხიანად ხდება, ვიდრე ინჰაუზაციას დავამთავრებდით",- განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები