მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2026 წელს, გაზაფხულზე, მანჰეტენზე ახალი ქართულ-კოშერული რესტორანი გაიხსნება

ODA HOUSE

მომავალ წელს, გაზაფხულზე, მანჰეტენზე ახალი ქართულ - კოშერული რესტორანი გაიხსნება.

ობიექტის დამფუძნებელი ქართველი ემიგრანტი, მაია აქვავივაა - ქალი, რომელმაც აშშ-ში ემიგრაციის შემდეგ სრულიად განსხვავებული პროფესიიდან - პლასტიკური ქირურგიიდან - რესტორატორობამდე გზა 2013 წელს დაიწყო, როდესაც ნიუ-იორკში პირველი ქართული რესტორანი Oda House მანჰეტენზე გახსნა.

როგორც ობიექტის დამფუძნებელი, მაია აქვავივა BM.GE-სთან ინტერვიუში საუბრობს, „ოდამ“ მალევე მოიპოვა პოპულარობა როგორც ადგილობრივებში, ასევე გავლენიან მედია გამოცემებში. რესტორანი მოხვდა Michelin Guide-ის რეიტინგში, ხოლო მის შესახებ წერდნენ ისეთი გამოცემები, როგორებიცაა The New York Times, Wall Street Journal და New York Magazine. ამან, ქართველ შეფს მალევე უბიძგა, რომ “ოდას” კიდევ ორი ფილიალი გაეხსნა - ერთი ნიუ-ჯერსიში, ხოლო მეორე Upper East Side-ზე. თუმცა ამ დროისათვის, მხოლოდ ერთი რესტორანია მისი ოპერირების ქვეშ, Upper East Side-ზე. ხოლო მანჰეტენზე არსებული რესტორანი პანდემიისას დაიკეტა, ნიუ-ჯერსიში არსებულ რესტორანს კი, სხვა მფლობელი ამუშავებს.

“აშშ-ში ქართული გემოების შექმნა მარტივი არ ყოფილა, თუმცა გამოსავალი ქართული სუნელებისა და ღვინის იმპორტში ვიპოვეთ, რომელსაც საქართველოდან უზრუნველვყოფთ”, - თქვა მან და დასძინა, რომ ახალი კოშერული რესტორნის გახსნა, მისი შემდეგი დიდი ნაბიჯია.
აკვავივას ინფორმაციით, ინვესტიცია დაახლოებით 350-400 ათასი დოლარი იქნება, ხოლო გახსნა 2026 წლის გაზაფხულზე იგეგმება.

„ძალიან ბევრი ქართველი ებრაელები არიან და მათ შორის ბევრია, ვისაც უყვარს ქართული საჭმელი. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია, კოშერულ წესებთან შესაბამისი, მაგრამ ავთენტური ქართული გემო შევთავაზოთ ადგილობრივებს“, - ამბობს მაია აქვავივა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები