მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დაფნა" გაფართოებას აგრძელებს - სად გაიხსნა ქსელის ახალი ობიექტი?

დაფნა

რესტორან „დაფნას“ ქსელს თბილისში, სამღებროს ქუჩაზე, მეიდანზე ახალი ობიექტი შეემატა. როგორც ქსელის თანადამფუძნებელმა ნიკოლოზ მამეიშვილმა BM.GE-ს განუცხადა, ახალი რესტორანი ზაფხულში გაიხსნა და ამ ეტაპზე, ნორმალური დატვირთვით მუშაობს.

ახალი ფილიალი ქსელის რიგით მესამე ობიექტია - „დაფნას“ ორი რესტორანი თბილისში, ერთი კი ბათუმში აქვს.

მამეიშვილის ინფორმაციით, მეიდანზე მდებარე რესტორანში ამ ეტაპზე დაახლოებით 30-40 ადამიანია დასაქმებული. მისივე თქმით, კომპანია თანამშრომლებს მუდმივ რეჟიმში ეძებს.

„ზაფხულის პერიოდში გავხსენით და საკმაოდ ნორმალურად მუშაობს. ობიექტი დღის განმავლობაში უფრო მეტად დატვირთულია ტურისტებით, ვიდრე ათონელზე. ათონელის ფილიალშიც დღის განმავლობაში უმეტესობა ტურისტია, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მეიდანი ძალიან ტურისტული ადგილია, აქ დღის საათებში აბსოლუტური უმეტესობა ტურისტია, ხოლო საღამოს საათებში უფრო მეტად ქართველები მოდიან, ვიდრე ტურისტები. ობიექტში დაახლოებით 30-40 ადამიანი გვყავს დასაქმებული. თუმცა, კადრებს მუდმივ რეჟიმში ყოველთვის ვეძებთ“, - აცხადებს მამეიშვილი.

რაც შეეხება ინვესტიციას, როგორც „დაფნას“ თანადამფუძნებელმა ნიკოლოზ მამეიშვილმა BM.GE-ს განუცხადა, აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები