გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის გადასაცემი დახმარების პაკეტს $3.5 მილიარდი დოლარით გაზრდის. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში წერია, რომ ომში მყოფი მოკავშირე ქვეყნის სამხედრო თუ უსაფრთხოების საჭიროებებისთვის გერმანიის მთავრობა ჯამურად $9.8 მილიარდს გამოყოფს.
ბუნდესტაგისთვის წარდგენილ პროექტში დეტალურადაა ჩამოწერილი, თუ რაზე დაიხარჯება გერმანელი გადასახადების გადამხდელების ფული. საუბარია ახალი არტილერიის, დრონებისა და ჯავშანმანქანების შესყიდვასა და გადაცემაზე. ასევე Patriot-ის ტიპის სარაკეტო სისტემების ჩანაცვლებაზე.
როგორც კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განმარტა, ბიუჯეტის პროექტზე გერმანიის ფინანსთა და თავდაცვის მინისტრები ერთად მუშაობენ და მას საპარლამენტო უმრავლესობის სრული მხარდაჭერა ექნება. ცნობისთვის, გერმანია დღემდე რჩება უკრაინის ყველაზე მსხვილ დონორად, რომელმაც 2022 24 თებერვლიდან დღემდე მოკავშირეს $46 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია.




























