2026 წლის იანვარში საქართველოდან სანელებლების ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ თვეში ქვეყნიდან გატანილია 1 039 ტონა სანელებელი, რომლის საერთო ღირებულებამ 4.3 მილიონი დოლარი შეადგინა.
შედარებისთვის, 2025 წლის იანვარში ექსპორტის მოცულობა 456 ტონა იყო, ღირებულება კი – 1.9 მილიონი დოლარი. შესაბამისად, წლიურ ჭრილში ექსპორტის ღირებულება 127.7%-ით გაიზარდა, ხოლო მოცულობა – 127.8%-ით.
იანვრის მონაცემებით, ქართული სანელებლების უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი ჩინეთია, სადაც ერთ თვეში 912 ტონა პროდუქცია გავიდა, საერთო ღირებულებით 3.7 მილიონი დოლარი. ეს ნიშნავს, რომ მთლიან ექსპორტში ჩინეთის წილი აბსოლუტურად დომინანტურია.
მეორე პოზიციას იკავებს რუსეთი – 79 ტონა, საიდანაც ქვეყანამ 450 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. შემდეგ მოდის უკრაინა – 17 ტონა, 98 ათასი დოლარი.
2026 წლის იანვარში სხვა საექსპორტო მიმართულებებს შორისაა:
- სენეგალი – 18 ტონა, 37 ათასი დოლარი;
- აშშ – 3 ტონა, 22 ათასი დოლარი;
- სომხეთი – 6 ტონა, 15 ათასი დოლარი;
- ისრაელი – 1 ტონა, 11 ათასი დოლარი;
- ლიეტუვა – 90 კილოგრამი, 4 ათასი დოლარი;
- ესტონეთი – 30 კილოგრამი, 2 ათასი დოლარი;
- საფრანგეთი – 40 კილოგრამი, 1 ათასი დოლარი.
მიუხედავად იმისა, რომ 2026 წლის იანვარში სანელებლების ექსპორტმა მკვეთრი ზრდა აჩვენა, წლიურ ჭრილში 2025 წელი სექტორისთვის შემცირების წელი იყო.
ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 6 320 ტონა სანელებელი, საერთო ღირებულებით 26.6 მილიონი დოლარი. 2024 წელს ეს მაჩვენებელი 9 145 ტონას და 36.7 მილიონ დოლარს შეადგენდა. შესაბამისად, 2025 წელს ექსპორტის ღირებულება 27.2%-ით შემცირდა, ხოლო ფიზიკური მოცულობა - 30.8%-ით.
წლიური მონაცემებით, ქართული სანელებლების უმსხვილესი ბაზარი კვლავ ჩინეთი იყო – 4 100 ტონა, 17.6 მილიონი დოლარის ღირებულებით. მეორე პოზიციას იკავებს რუსეთი – 1 164 ტონა და 6 მილიონი დოლარი.
შემდეგ მოდის:
- უკრაინა – 277 ტონა, 1.1 მილიონი დოლარი;
- უზბეკეთი – 360 ტონა, 306 ათასი დოლარი;
- ესპანეთი – 20 ტონა, 235 ათასი დოლარი;
- სომხეთი – 105 ტონა, 217 ათასი დოლარი;
- ყაზახეთი – 67 ტონა, 188 ათასი დოლარი;
- სამხრეთი აფრიკა – 43 ტონა, 147 ათასი დოლარი;
- მოლდოვა – 20 ტონა, 78 ათასი დოლარი;
- თურქმენეთი – 34 ტონა, 68 ათასი დოლარი.




























