2026 წელს, საზოგადოებრივი მაუწყებლის შესაბამისობის აუდიტი ჩატარდება.
ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული აუდიტორული საქმიანობის გეგმიდან ირკვევა.
აუდიტის პერიოდი 2022-2025 წლებს მოიცავს და როგორც დოკუმენტში წერია, აუდიტი გარდამავალი ტიპის აუდიტია, რომელიც დაიწყო 2024 წელს და 2026 წელს დასრულდება.
"აუდიტის მიზანია, შეისწავლოს სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ 2022-2025 წლებში განხორციელებული საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხები. ასევე, მაუწყებლის ახალი შენობის მშენებლობის შესაბამისობის საკითხები", - აცხადებენ აუდიტის სამსახურში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური 47 უწყებას და პროგრამას შეამოწმებს - 2026 წლის გეგმა ცნობილია




























