მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფო აუდიტის სამსახური 47 უწყებას და პროგრამას შეამოწმებს - 2026 წლის გეგმა ცნობილია

გიორგი გაბიტაშვილი

სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2026 წლის განმავლობაში 47 აუდიტს ჩაატარებს, რითაც იგეგმება ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტის 96%-ის ანუ 31.3 მილიარდი ლარის დაფარვა.

როგორც აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული აუდიტორული საქმიანობის გეგმიდან ირკვევა, 47 აუდიტიდან 5 ფინანსური აუდიტი იქნება, 35 - შესაბამისობის აუდიტი, ხოლო 7 - ეფექტიანობის აუდიტი.

„2025 წლიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაიწყო სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების კონსოლიდირებული (ნაერთი) ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარება, ნაცვლად ინდივიდუალური სამინისტროების ფინანსური აუდიტებისა. შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ნაერთი ბიუჯეტის თანხობრივი დაფარვის მაჩვენებელი და ამასთანავე, სრულად დაკმაყოფილდა საერთაშორისო სტანდარტებითა და შეფასებებით (მაგალითად, როგორებიცაა, SAI-PMF,1 IMF-ის ფისკალური გამჭვირვალობის შეფასება, PEFA) განსაზღვრული მოთხოვნა. 2026 წელსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური ჩაატარებს მთავრობის კონსოლიდირებული (ნაერთი) ფინანსური ანგარიშგების აუდიტს“, - წერია დოკუმენტში.

2026 წლის სახელმწიფო აუდიტორული საქმიანობის სრული გეგმა

ფინანსური აუდიტები:

  1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების კონსოლიდირებული (ნაერთი) ფინანსური ანგარიშგების აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2025 წელი;
  2. „საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამის“ სპეციალური დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2025 წელი;
  3. აფხაზეთის ა/რ-ის ბიუჯეტი - აუდიტის პერიოდი 2025 წელი;
  4. აჭარის ა/რ-ის ბიუჯეტი - აუდიტის პერიოდი 2025 წელი;
  5. თბილისის მუნიციპალური ბიუჯეტი - აუდიტის პერიოდი 2025 წელი;

შესაბამისობის აუდიტები:

  1. სახელმწიფო ორგანიზაციების საოფისე ხარჯების სისტემური შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2024-2025
  2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აპარატის, შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2023-2025
  3. სპორტული ფედერაციების საქმიანობის სისტემური შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2024-2025
  4. მუნიციპალიტეტების მიერ სახელმწიფო შესყიდვების მართვის პროცესის სისტემური შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2024-2025
  5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2024-2025
  6. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2023-2024
  7. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2023-2024
  8. სსიპ − მუნიციპალური განვითარების ფონდის შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2023-2024
  9. სსიპ − საზოგადოებრივი მაუწყებლის შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2022-2025
  10. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შესაბამისობის აუდიტი (დონორებით დაფინანსებული პროექტები) - აუდიტის პერიოდი 2023-2025
  11. ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2024-2025
  12. სსიპ – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2023-2025
  13. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2024-2025
  14. სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვისთვის განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2024-2025
  15. იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობის შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2024-2025
  16. სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემის ─ „საქრუსენერგოს“ შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2021-2024
  17. სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2023-2025
  18. სსიპ – აწარმოე საქართველოში შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2023-2025
  19. შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2023-2025
  20. სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2024-2025
  21. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2024-2025
  22. შპს „ბათუმის წყალის“ საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2023-2025
  23. ქედის მუნიციპალიტეტის 2024- 2025 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
  24. შუახევის მუნიციპალიტეტის 2024-2025 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
  25. ხულოს მუნიციპალიტეტის 2024- 2025 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
  26. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტის ─ „მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა“ ─ ფარგლებში პროგრამების (ქვეპროგრამების) შესრულებისა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2024-2025
  27. ა(ა)იპ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო- ანალიტიკური ცენტრის“ მიერ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2024-2025
  28. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2023-2025
  29. ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2023-2025
  30. ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2024-2025 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2024-2025
  31. გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2024-2025 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი - 2024-2025
  32. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2024-2025 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
  33. მარნეულის მუნიციპალიტეტის 2024-2025 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
  34. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2024-2025 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
  35. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2024-2025 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი

ეფექტიანობის აუდიტები:

  1. საჯარო სექტორში გაციფრულების (Digitalization) პროექტების განხორციელება.
  2. იმუნიზაციის ეროვნული პროგრამა.
  3. პროფესიული განათლების სისტემის შემდგომი რეაგირება
  4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესი
  5. „მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ გათვალისწინებული დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) დაფინანსების სისტემა
  6. ერთიანი წყალმომარაგების განხორციელება (SDG აუდიტი)
  7. კონკურენციის განვითარების ხელშეწყობის შემდგომი რეაგირება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები