საქართველოში 17 პოლიტიკურ პარტიას 6.6 მლნ ლარი შესწირეს. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ მოხსენებაშია აღნიშნული, რომელიც 2026 წლის თებერვალი-აგვისტოს მონაცემებს მოიცავს.
მოხსენება „პოლიტიკური პარტიების, უცხოეთის აგენტების, უცხოური გრანტების მიმღებ და უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ სუბიექტთა ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტს წარედგინა.
"2026 წელს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ასევე შეისწავლა ინფორმაცია 17 პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ განხორციელებული 910 შემოწირულების შესახებ, თანხობრივი მაჩვენებლით - 6 565 361 ლარი", - წერია მოხსენებაში.
მონაცემების თანახმად, ყველაზე დიდი შემოწირულება, 5 522 000 ლარი ამ პერიოდში "ქართულმა ოცნებამ" მიიღო, რაც მთლიანი თანხის 84%-ია. შემდეგ მოდის "ლელო" 5%-მდე წილით და "ხალხის ძალა" 4%-ით.

























