მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2026 წლიდან, დეპუტატის წლიური ხელფასი ₾153 600 ხდება, მინისტრის - ₾163 200, პრემიერის - ₾192 000

კობახიძე ბოჭორიშვილი

პარლამენტმა უკვე მხარი დაუჭირა 2026 წლის ბიუჯეტს, რომლითაც საჯარო სექტორში დასაქმებული 117,000 მოხელის ანაზღაურებები 10%-ით, 3.4 მილიარდ ლარამდე იზრდება. ანაზღაურებების მატება შეეხებათ მათ შორის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებსაც როგორც აღმასრულებელ ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებაში.

საქართველოში თანამდებობის პირთა ხელფასები მიბმულია საჯარო სამსახურის საბაზო ხელფასებზე. 2025 წელს ეს მაჩვენებელი თვეში 1460 ლარს შეადგენს, 2026 წელს კი ის 1600 ლარამდე იზრდება. საბაზო ხელფასი მრავლდება თანამდებობის შესაბამის კოეფიციენტზე. მაგალითად დეპუტატისთვის კოეფიციენტი არის 8, მინისტრისთვის 8.5, პრემიერისთვის და პრეზიდენტისთვის კი 10. შესაბამისად, საჯარო მოხელეთა საბაზო ანაზღაურების ყოველი გადახედვის დროს იზრდება ყველა მოხელის, მათ შორის თანამდებობის პირთა ანაზღაურებები.

შედეგად, 2026 წლიდან პრემიერის წლიური ხელფასი 192,000 ლარი გახდება, რაც წლიურად 16,800 ლარის მატებას შეადგენს. მინისტრის წლიური ხელფასი 163,200 ლარამდე გაიზრდება (ზრდა 14,280 ლარი), დეპუტატის ხელფასი კი 153,600 ლარამდე (ზრდა 13,440 ლარი).

2026 წელს უმაღლესი თანამდებობის პირების ანაზღაურებები ასე განისაზღვრება:

  • პრეზიდენტი – კოეფიციენტი: 10; წლიური ხელფასი: 192 000 ლარი; ნაზრდი: 16 800 ლარი
  • პრემიერ-მინისტრი – კოეფიციენტი: 10; წლიური ხელფასი: 192 000 ლარი; ნაზრდი: 16 800 ლარი
  • მინისტრი – კოეფიციენტი: 8.5; წლიური ხელფასი: 163 200 ლარი; ნაზრდი: 14 280 ლარი
  • მინისტრის პირველი მოადგილე – კოეფიციენტი: 7.5; წლიური ხელფასი: 144 000 ლარი; ნაზრდი: 12 600 ლარი
  • მინისტრის მოადგილე – კოეფიციენტი: 7.25; წლიური ხელფასი: 139 200 ლარი; ნაზრდი: 12 180 ლარი
  • პარლამენტის თავმჯდომარე – კოეფიციენტი: 10; წლიური ხელფასი: 192 000 ლარი; ნაზრდი: 16 800 ლარი
  • პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – კოეფიციენტი: 9.2; წლიური ხელფასი: 176 640 ლარი; ნაზრდი: 15 456 ლარი
  • პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – კოეფიციენტი: 9; წლიური ხელფასი: 172 800 ლარი; ნაზრდი: 15 120 ლარი
  • პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე – კოეფიციენტი: 8.6; წლიური ხელფასი: 165 120 ლარი; ნაზრდი: 14 448 ლარი
  • პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – კოეფიციენტი: 8.3; წლიური ხელფასი: 159 360 ლარი; ნაზრდი: 13 944 ლარი
  • პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – კოეფიციენტი: 8.2; წლიური ხელფასი: 157 440 ლარი; ნაზრდი: 13 776 ლარი
  • პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე – კოეფიციენტი: 8.5; წლიური ხელფასი: 163 200 ლარი; ნაზრდი: 14 280 ლარი
  • პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – კოეფიციენტი: 8.1; წლიური ხელფასი: 155 520 ლარი; ნაზრდი: 13 608 ლარი
  • პარლამენტის წევრი – კოეფიციენტი: 8; წლიური ხელფასი: 153 600 ლარი; ნაზრდი: 13 440 ლარი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები