მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2026 წლის 6 თვეში, მშენებლობის დარგში $51 მილიონის FDI ჩაიდო|TOP-10 ინვესტორი ქვეყანა და კომპანია

მშენებლობაში FDI

2026 წლის 6 თვეში, საქართველოს მშენებლობის სექტორში 51,2 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო.

საქსტატის თანახმად, წელს, ორ კვარტალში უფრო მეტი FDI განხორციელდა ამ დარგში, ვიდრე მთლიანად 2025 წელს ($14,8 მლნ). 2024 წელს კი, მშენებლობის სექტორში სულ 54,3 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა.

BMG-მ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოითხოვა იმ TOP-10 ქვეყნის სია, საიდანაც 2026 წლის 6 თვეში ყველაზე მეტი FDI განხორციელდა:

აზერბაიჯანი - $ 22 მლნ;
არაბთა გაერთიანებული საამიროები - ...
ჩინეთი - $ 7,1 მლნ
ლუქსემბურგი - ...
რუსეთი - $4,8 მლნ
თურქეთი - $4,2 მლნ
უკრაინა - $3 მლნ
ინდოეთი -$1,8 მლნ
სლოვაკეთი - $1,4 მლნ
აშშ - $0,8 მლნ
სენტკიტს-ნევისი - ...
ბელარუსი - $0,5 მლნ
დანარჩენი ქვეყნები - $5,7 მლნ.

შენიშვნა: საქსტატი, ქვეყნების გასწვრივ, FDI-ს მოცულობას მრავალწერტილით მაშინ აღნიშნავს, თუ შესაძლებელი ხდება ამ ქვეყნიდან კონკრეტული კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციის იდენტიფიცირება, რაც კომერციული საიდუმლოებაა.

რაც შეეხება იმ საწარმოებს, სადაც ყველაზე მეტი FDI ჩაიდო, TOP-10 ინვესტორი კომპანიის სია ასე გამოიყურება:

შპს სამრეწველო-საინვესტიციო კორპორაცია მსუბუქი მრეწველობა
შპს პაშა დეველოპმენტ ჯორჯია
შპს ეიგონ ფაუერ
შპს იგლ ჰილს საქართველო
შპს რიმო გრუპ
შპს ლეგერო
შპს ავანტ გრუპ ჯორჯია
შპს გოლდვინდ ინტერნეშენალ საქართველო
შპს დენოვა
შპს ალიანსი ფრივილიჯი.

შენიშვნა: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები