მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2026 წლის ექვს თვეში ევროკავშირიდან ჯამში საქართველოს 4200 მოქალაქე გამოაძევეს

ქუთაისის აეროპორტი

ევროკავშირიდან გამოძევებულთა შორის ქართველები ერთ-ერთ ლიდერ პოზიციაზე არიან.

ევროსტატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, წლის პირველ ნახევარში ევროკავშირიდან საქართველოს ჯამში 4200 მოქალაქე გამოაძევეს.

უშუალოდ II კვარტალში 2 140 ადამიანი იქნა გამოძევებული, ქვეყანას ამ მაჩვენებლით მხოლოდ თურქეთი და სირია უსწრებენ.

შარშან ევროკავშირიდან ჯამში საქართველოს 10 475 მოქალაქე იქნა გამოძევებული. ევროსტატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა ასევე აჩვენებს, რომ გაძევების კუთხით ევროკავშირის ქვეყნებს შორის გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი ლიდერობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები