2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში ვისკის იმპორტმა და ექსპორტმა ზრდის ტენდენცია აჩვენა, რაც საქსტატის მონაცემებით, როგორც ღირებულებით, ისე მოცულობით მნიშვნელოვან მატებაზე მიუთითებს.
იმპორტის მიმართულებით, აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში შემოვიდა $5,789,100-ის ღირებულების 242,696 ლიტრი ვისკი. შედარებისთვის, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში მაჩვენებელი $3,355,900-ს და 133,227 ლიტრს შეადგენდა. შესაბამისად, ღირებულებითი ზრდა 72.5%-ს, ხოლო მოცულობითი ზრდა 82.1%-ს აღწევს.
2026 წლის პირველ კვარტალში ვისკის მთავარი მომწოდებელი ქვეყნები ასე გადანაწილდა:
- გაერთიანებული სამეფო – $3,482,600 (129,830 ლიტრი);
- ლატვია – $937,300 (22,369 ლიტრი);
- აშშ – $510,400 (17,291 ლიტრი);
- ნიდერლანდები – $286,300 (5,101 ლიტრი);
- ირლანდია – $165,200 (5,112 ლიტრი);
- ესპანეთი – $92,600 (51,384 ლიტრი);
- საფრანგეთი – $89,400 (2,790 ლიტრი);
- რუმინეთი – $72,100 (3,744 ლიტრი);
- არაბთა გაერთიანებული საამიროები – $65,400 (1,686 ლიტრი);
- გერმანია – $40,400 (1,608 ლიტრი).
შეგახსენებთ, თბილისში 16-17 მაისს, Tbilisi’s Whisky Festival 2026 ჩატარდება.




























