მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2026 წლის I ნახევარში რკინიგზის შემოსავლები 19%-ით გაიზარდა - ლაშა აბაშიძე

ლაშა აბაშიძე

„საქართველოს რკინიგზამ“ 2026 წლის პირველ ნახევარში რეკორდული მოცულობის ტვირთი გადაიზიდა. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, იანვარ-ივნისში კომპანიამ დაახლოებით 7 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც ფინანსურ მაჩვენებლებზეც აისახა.

„ჩვენ გადაზიდვებში ბოლო წლებიდან გამომდინარე რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს. პირველი ექვსი თვის განმავლობაში დაახლოებით 7 მილიონი ტონა გადავზიდეთ. ეს საკმაოდ კარგი გაუმჯობესება და კარგი მაჩვენებელია. შესაბამისად, შემოსავლებშიც გვაქვს მატება, დაახლოებით 372 მილიონი ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 19%-იანი ზრდაა. ასევე გაუმჯობესებულია EBITDA-ს მარჟა. ე.წ. საოპერაციო მოგება 92 მილიონი ლარია, რაც დაახლოებით 25%-იან ზრდას ნიშნავს. გარდა ამისა, წმინდა მოგებაშიც მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. თუ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 64 მილიონი ლარი იყო, წელს უკვე 112 მილიონი ლარია,“ - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

შეგახსენებთ, „საქართველოს რკინიგზის“ 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, წლის ბოლოს კომპანიაში 10,719 ადამიანი იყო დასაქმებული, რაც 2024 წელთან შედარებით 1,029 თანამშრომლით, ანუ 9%-ით ნაკლებია. მიუხედავად ამისა, საშუალო ხელფასი 12.2%-ით, 1,630 ლარიდან 1,829 ლარამდე გაიზარდა, ხოლო ჯამურმა სახელფასო ხარჯმა 246.4 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 5.6%-იანი ზრდაა. სახელფასო დანახარჯები კომპანიის უმსხვილეს ხარჯად რჩება და 2025 წელს 612 მილიონი ლარის შემოსავლის 40% შეადგინა, მაშინ როცა 2024 წელს ეს მაჩვენებელი 36% იყო. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანია პროცესების გაციფრულების სტრატეგიას ახორციელებს, რაც გარკვეული ფუნქციების ტექნოლოგიური გადაწყვეტებით შესრულებას და ოპერაციული ეფექტიანობის ზრდას ისახავს მიზნად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები