მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2026 წლის იანვარ-ივლისში რეკორდული - ₾3.6 მილიარდის იპოთეკური სესხი გაიცა

ბინა ბინები უძრავი ქონება

2026 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა სულ 3.58 მილიარდი ლარის ღირებულების 34,482 ახალი იპოთეკური სესხი გასცეს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, თანხობრივად იპოთეკური სესხების პორტფელი 46.5%-ით, რაოდენობრივად კი სესხები 20.7%-ით არის გაზრდილი.

სტატისტიკის თანახმად, 2026 წელს გაცემული იპოთეკური სესხის საშუალო მოცულობა 103.9 ათას ლარს აღწევს, მაშინ როდესაც 2025 წლის იანვარ-მაისში გაცემული იპოთეკების საშუალო ღირებულება 85.6 ათას ლარს შეადგენდა. ეს მატება განპირობებულია ქვეყანაში უძრავი ქონების ფასების ზრდით, ასევე თანამონაწილეობის კოეფიციენტის შემცირებით. კერძოდ კი, გასული წლის გაზაფხულიდან შემცირდა თანამონაწილეობის კოეფიციენტი 15%-დან 10%-მდე, რაც მსესხებლებისთვის თანამონაწილეობის იგივე თანხობრივი მოცულობით უფრო დიდი ზომის კრედიტის აღებას ხდის შესაძლებელს.

ეროვნული ბანკის სტატისტიკიდან ირკვევა ისიც, რომ 2026 წლის ივლისში ეროვნული ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 11.38% იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.71 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები