ზამთრის ტურისტულ სეზონამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება - 20 დეკემბერს გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში სეზონი ერთდროულად გაიხსნება. კურორტები სიახლეებით ხვდებიან დამსვენებლებს: გუდაურში ეწყობა ახალი საბაგიროები, 6 კილომეტრიანი სასრიალო ტრასები, ხელოვნური გათოვლიანების სისტემები და ღამის სრიალის განათება. თუმცა, ინფრასტრუქტურული განახლების პარალელურად, მთავარი განხილვის თემა გაძვირებული ტარიფებია 0 წელს საბაგიროების საერთო სეზონური აბონემენტი 54%-ით გაძვირდა და 650-ის ნაცვლად 1 000 ლარი ეღირება, მოიმატა ერთდღიანი და მრავალდღიანი ბილეთების ფასმაც, განსაკუთრებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. როგორ აისახება საბაგიროების გაძვირება სასტუმროების დატვირთულობაზე, როგორია წინასწარი ჯავშნების დინამიკა გუდაურსა და ბაკურიანში და რას ითხოვს კერძო სექტორი გაზრდილი ტარიფების სანაცვლოდ?
სტუმარი: ნინა ჭიღლაძე - KA Group-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად






























