მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2026 წლისთვის რაჭაში დაწესდება ე.წ. ყურძნის დაკრეფის ნებართვა. მსგავსი სისტემა წარმატებით მუშაობს ესპანეთში - ლევან მუხუზლა

მუხუზლა

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლა ამბობს, რომ უკვე იგეგმება 2026 წლის რთველის საორგანიზაციო საკითხების კიდევ უფრო სრულყოფის ღონისძიებები.

სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადებით, მუხუზლა ამბობს, რომ რაჭაში საპილოტე პროექტი განხორციელდება და დაწესდება ე.წ. „ყურძნის დაკრეფის ნებართვა“.

„2026 წლისთვის, საწყის ეტაპზე, რაჭის რეგიონში ვგეგმავთ საპილოტე პროექტის განხორციელებას, როდესაც დაწესდება ე.წ. „ყურძნის დაკრეფის ნებართვა“, როდესაც მევენახეს წინასწარ, დაკრეფამდე ეცოდინება, თუ როდის უნდა დაკრიფოს და კონკრეტულად რომელ მარანში წაიღოს მოსავალი სარეალიზაციოდ. მსგავსი სისტემა წარმატებით მუშაობს ესპანეთში,“ - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

მან ასევე უპასუხა კრიტიკას 2025 წლის რთველთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ რთველის ისეთი გამართული საორგანიზაციო სისტემა, როგორიც წელს იყო, არასდროს გვქონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები