მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რთველის ისეთი გამართული სისტემა, როგორიც წელს იყო, არასდროს გვქონია“ - ლევან მეხუზლა

მუხუზლა

კრიტიკის საპასუხოდ, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა ამბობს, რომ რთველის ისეთი გამართული საორგანიზაციო სისტემა, როგორიც წელს იყო, არასდროს გვქონია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა BMG-სთან აღნიშნა, რომ „დარგში სერიოზული პრობლემებია. წლევანდელმა რთველმა ეს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სისტემა გვაქვს მორღვეული“.

კრიტიკისთვის ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, როდესაც კრიტიკა არის საქმიანი, მაგრამ ზოგჯერ გვესმის ისეთი გაუგონარი განცხადებებიც, რომ „სისტემა არის მორღვეული“. რთველის ისეთი გამართული საორგანიზაციო სისტემა, როგორიც წელს იყო, არასდროს გვქონია",- აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

მისი ინფორმაციით, 2025 წლის რთველის გამოწვევა, რომელიც დაკავშირებული იყო რთველის პიკურ პერიოდში ღვინის საწარმოებთან ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადების ზრდასთან, განპირობებული იყო კლიმატური პირობებით.

„ეს იყო მოცემულობა და არა „ამინდზე გადაბრალება“. უხვმა მოსავალმა და ნალექიანმა ამინდებმა, როგორც კახეთში, ასევე რაჭის რეგიონში, კრეფისთვის ხელსაყრელი პერიოდი შეამცირა, რამაც გამოიწვია კრეფის პიკური დღეები და ღვინის საწარმოებთან ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადის ზრდა; განსაკუთრებით რთველის აქტიურ პერიოდში, როდესაც დღე-ღამური გადამუშავება აღწევდა 10-12 ათას ტონას. ღვინის საწარმოებში ყურძნის ჩაბარება დაკავშირებულია აღრიცხვასა და კონკრეტულ ტექნოლოგიურ პროცედურებთან, რაც საჭიროებს გარკვეულ დროს, ამასთან ერთად, ყველას საწარმოს აქვს დღეღამური გადამუშავების საკუთარი ტექნიკური შესაძლებლობა და სიმძლავრეები“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები