მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"2027 წელს უკრაინას $125 მილიარდის საგარეო ფინანსური დახმარება დასჭირდება" - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

2027 წელს უკრაინას $125 მილიარდის მოცულობის საგარეო ფინანსური დახმარება დასჭირდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეგიონულ ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ მთავრობას მომავალი წლისთვის ევროკავშირისგან დაახლოებით €90 მილიარდის მოცულობის ვალდებულებები უკვე მიღებული აქვს და დარჩენილი €25 მილიარდის მოსაძიებლად მოლაპარაკებებს აქტიურად გამართავს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში ევროკავშირმა მიმდინარე და მომავალი წლებისთვის €90-მილიარდიანი დაფინანსება დაამტკიცა. ამ პაკეტიდან €45 მილიარდი კი სწორედ მომავალი წლისთვის გამოიყოფა.

პარალელურად, გასულ კვირას ბლოკმა უკრაინის ეკონომიკისა და თავდაცვითი ძალისხმევის მხარდასაჭერად დამატებით €45 მილიარდის სესხების გაცემის გეგმა გამოაცხადა, რითაც საერთო მოცულობა €90 მილიარდამდე გაზარდა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ევროკომისიამ ამ დაფინანსების უზრუნველყოფის გზა უკვე წარადგინა და კიევი ახლა ევროკავშირის მხარდაჭერის მოპოვებაზე მუშაობს. მისივე თქმით, უკრაინას კიდევ €25 მილიარდის მოძიება სჭირდება. პრეზიდენტის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ქვეყანა ამ ამოცანას შეასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები