მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირმა უკრაინას €4.36 მილიარდის ფინანსური დახმარება გადაურიცხა

ევროკავშირი უკრაინა

ევროკავშირმა უკრაინას, €90-მილიარდიანი ($101 მლრდ) საკრედიტო პროგრამის ფარგლებში, დამატებით €4.36 მილიარდის ($4.91 მლრდ) ფინანსური დახმარება გადაურიცხა.

გამოყოფილი პაკეტიდან €3.7 მილიარდი ($4.2 მლრდ) საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ განსაზღვრული რეფორმების შესრულებას უკავშირდება, ხოლო დარჩენილი €658 მილიონი ($739 მლნ) თავდაცვის სექტორის გაძლიერებას მოხმარდება.

ევროკომისარმა ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა, რომ ეს ტრანში კიევის მიერ საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებული პირობების შესრულებით და ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერებაში მიღწეული პროგრესით არის განპირობებული.

დომბროვსკისმა ფინანსურ პაკეტს უკრაინის უსაფრთხოებაში, ეკონომიკურ აღდგენასა და ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე განხორციელებული ინვესტიცია უწოდა.

თავის მხრივ, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, სერჰი კორეცკიმ პარტნიორების ამ მასშტაბური მხარდაჭერის განსაკუთრებული მნიშვნელობაზე მედიასთან ისაუბრა. მან განმარტა, რომ გამოყოფილი რესურსი საბაზისო სახელმწიფო სერვისების უწყვეტ ფუნქციონირებას, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასა და მოქალაქეების დაცვას უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, 2027 წლის გეგმის მიხედვით, ევროკავშირი უკრაინის საკრედიტო მხარდაჭერის ფარგლებში დამატებით €45 მილიარდის ($51 მლრდ) გამოყოფას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები