ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს 2027 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტი წარუდგინა, რომელიც წინა წარდგენასთან შედარებით 642 მილიონი ლარით, 32.7 მილიონ ლარამდე იზრდება.
ბიუჯეტის წინა წარდგენასთან შედარებით ყველაზე მეტად 427.6 მილიონი ლარით დაფინანსება ეზრდება ჯანდაცვის სამინისტროს რაც დაკავშირებულია მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან, რომლითაც 70 წლამდე პენსიონერებს პენსია აქამდე დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაიზრდება და 415 ლარს მიაღწევს, 70 წელზე ასაკოვანი მოქალაქეების პენსია კი კვლავინდებურად 60 ლარით, 555 ლარამდე გაიზრდება. საპენსიო დაფინანსების მატების შედეგად მთლიანად ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებები მომდევნო წელს 10.9 მილიარდ ლარს მიაღწევს.
დაფინანსებით მეორე ადგილზეა ინფრასტრუქტურის სამინისტრო რომლის ბიუჯეტიც მომდევნო წელს 3.23 მილიარდი ლარი იქნება, ეს თანხა წინა წარდგენასთან შედარებით 64 მილიონი ლარით მცირდება, განათლების სამინისტროს დაფინანსება კი 73 მილიონი ლარით გადაიხედა და ის 3 მილიარდ ლარს მიაღწევს. ზრდის მიმართულებით გაიხედა თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიც, რომელსაც წინა წარდგენის პროექტთან შედარებით 290 მილიონი ლარით ეზრდება დაფინანსება 2.25 მილიარდ ლარამდე. ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება კი პირველად პროექტთან შედარებით 244 მილიონი ლარით 1.2 მილიარდ ლარამდე მცირდება.
ზრდის მიმართულებით გადაიხედა იუსტიციის სამინისტროს; სპორტის სამინისტროს; კულტურის სამინისტროს; საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტიც.
2027 წლის ბიუჯეტის პარამეტრები მხარჯავი უწყებების მიხედვით ასე ნაწილდება:
| დასახელება | 2027 წლის პროექტი - მლნ ლარი | სხვაობა წინა წარდგენასთან - ზრდა/კლება |
| საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო | 10,907 | 427.6 |
| საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო | 3,232 | -64.5 |
| საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო | 3,001 | 73.1 |
| საქართველოს თავდაცვის სამინისტრო | 2,255 | 290.3 |
| საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო | 1,750 | 70.0 |
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | 1,213 | -244.5 |
| საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო | 985 | -30.4 |
| საქართველოს იუსტიციის სამინისტრო | 542 | 51.3 |
| საქართველოს სპორტის სამინისტრო | 406 | 23.7 |
| საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური | 405 | 15.0 |
| საქართველოს კულტურის სამინისტრო | 387 | 17.3 |
| საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო | 240 | 7.2 |
| საერთო სასამართლოები | 191 | 5.0 |
| საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური | 155 | 23.0 |
| საქართველოს ფინანსთა სამინისტრო | 145 | 0.0 |
| საქართველოს პროკურატურა | 105 | 0.0 |
| სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებელი | 101 | 0.0 |
| საქართველოს პარლამენტი | 95 | 3.9 |
| საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია | 61 | 2.4 |
| სახელმწიფო აუდიტის სამსახური | 46 | 3.0 |
| საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია | 31 | 0.0 |
| სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური | 27 | 2.0 |
| საქართველოს საპატრიარქო | 25 | 0.0 |
| საქართველოს უზენაესი სასამართლო | 25 | 1.0 |
| სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო | 24 | 2.0 |
| სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური – საქსტატი | 21 | 1.0 |
| სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური | 18.8 | 0.0 |
| საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო | 13.6 | 0.0 |
| საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია | 11.5 | 0.5 |
| საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი | 11.5 | 0.0 |
| სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო | 10.3 | 2.5 |
| საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო | 8.0 | 0.0 |
| სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური | 7.7 | 0.5 |
| სსიპ - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო | 7.2 | 0.0 |
| სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია | 7.1 | 0.0 |
| შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი | 5.3 | 0.0 |
| საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა | 2.7 | 0.0 |
| სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში | 2.5 | 0.1 |
| სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი წყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში | 1.8 | 0.2 |
| სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში | 1.7 | 0.1 |
| სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში | 1.7 | 0.1 |
| სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში | 1.6 | 0.2 |
| სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში | 1.5 | 0.1 |
| სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში | 1.5 | 0.2 |
| სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში | 1.5 | 0.1 |
| სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში | 1.4 | 0.1 |
| სსიპ - საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტი | 1.1 | 0.0 |
| სსიპ - სახელმწიფო ენის დეპარტამენტი | 1.1 | 0.0 |
























