მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2027 წლისთვის, Wagyu ხორცის გლობალური ბაზარი $3.6 მილიარდით გაიზრდება - Technavio

Wagyu

2027 წლისთვის, Wagyu ხორცის გლობალური ბაზარი, წლიურად, საშუალოდ 7%-ით, $3.6 მილიარდით გაიზრდება, - ამის შესახებ ბრიტანული კვლევითი ორგანიზაციის, Technavio-ს უახლეს ანგარიშში ვკითხულობთ. დოკუმენტის თანახმად, ბაზრის ზრდას, უმეტესწილად, იმ ოთხი ჯიშის იაპონური საქონლის მოშენების მზარდი მაჩვენებელი განაპირობებს, რომელთაგან Wagyu ხორცი იწარმოება, რომელიც, თავის წილ, ხორცის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული სახეობაა.

ბაზრის ზრდის უდიდესი ნაწილი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში იქნება ფოკუსირებული, რადგან ამ ტიპის ხორცის ორი უდიდესი მწარმოებელი ქვეყანა - იაპონია და ავსტრალია, ისევე, როგორც ძვირად ღირებული ხორცის მთავარი სარეალიზაციო ბაზრები, მათ შორის ჰონგ-კონგი, ტაივანი და სინგაპური, სწორედ ამ რეგიონს ეკუთვნის.

ტერმინი “Wagyu” იაპონური საქონლის რამდენიმე ჯიშის ნაირსახეობას აღნიშნავს და თავად სიტყვაც, სწორედ იაპონიიდან მოდის. “Wa” - “იაპონურს” ნიშნავს, “gyu” კი - საქონელს. ამ ჯიშის საქონელს, თავდაპირველად, მისი ფიზიკური გამძლეობის გამო იყენებდნენ, მაგრამ ამ პროცესში, შეიცვალა საქონლის ხორცის სტრუქტურა. საქონლის ხორცი მარმარილოს ჰგავს, ანუ ხორცისა და ცხიმის უჯრედები ერთმანეთს ენაცვლება, რაც ცხოველს ენერგიის ოპტიმიზებაში ეხმარება, ხოლო ხორცს იმ გემოვნურ თვისებებს ანიჭებს, რომელთა გამო ის ასე ძვირად ფასობს.

Wagyu ხორცი სხვადასხვა ხარისხის არსებობს, მათ შორის ყველაზე მაღალი კი Wagyu A5 ტიპის ხორცია, რომლის ფასი, 100 გრამის შემთხვევაში, $30-$50 შუალედში მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები