მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2029 წლისთვის აპარტამენტების მოსალოდნელი მკვეთრი ზრდა ბათუმისთვის გამოწვევაა - G&T

ბათუმი

2029 წლისთვის აპარტამენტების მოსალოდნელი მკვეთრი ზრდა ბათუმისთვის გამოწვევაა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ მიმოხილვაში წერია, რომელიც აჭარაში ტურიზმის სექტორს ეხება.

მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ბათუმში მოკლევადიანი ქირის აპარტამენტების გაორმაგებაა მოსალოდნელი 2029 წლისთვის, რაც არსებული დატვირთულობის შესანარჩუნებლად მოითხოვს ტურისტული ნაკადების 15%-იან წლიურ ზრდას ან დარჩენის ხანგრძლივობის ზრდას.

ბათუმში ტურიზმის ზრდა ინვესტორთა აქტივობაზე აისახა, ქსელური სასტუმრო ოთახების რაოდენობა 2019-24 წლებში გაორმაგდა, თუმცა Galt & Taggart-ის თანახმად, 2025-29 წლებში ზრდის ტემპის შენელებაა მოსალოდნელი.

მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია, რომ ახლო აღმოსავლეთიდან ტურისტების ნაკადის ზრდამ ბათუმში სასტუმროების დატვირთულობა და შემოსავლები გაზარდა.

კერძოდ, ტურისტები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით ისრაელიდან და საუდის არაბეთიდან აჭარაში სასტუმროებზე ქმნიან მოთხოვნას, რაც წინა წლების მსგავსად, 2025 წელსაც პოზიტიურად აისახა ბათუმის ბრენდული სასტუმროების დატვირთულობაზე.

Galt & Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, აჭარაში რუსეთიდან და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ტურისტები ძირითადად აპარტამენტებზე ქმნიან მოთხოვნას, ამან Airbnb-ზე დაჯავშნილი ღამეების რაოდენობა გაზარდა. 2025 წლის 9 თვის მონაცემებით, ბათუმში Airbnb-ის აპარტამენტებში დაჯავშნილი ღამეების საშუალო ფასი გასულ წელთან შედარებით ორი დოლარით 45 დოლარამდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები