მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2031 წლის ჩათვლით ჩვენ გვექნება საშუალოდ 5.4 % ეკონომიკური ზრდა, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

"2031 წლის ჩათვლით ჩვენ გვექნება საშუალოდ 5.4 % ეკონომიკური ზრდა, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის უკვე ძალიან სერიოზული შედეგი.

“ამ მაღალი ტემპის შენარჩუნება არ არის იოლი, გრძელვადიან პერსპექტივაში საშუალოდ 5%-ზე მეტიც რომ დაიჭირო ეკონომიკური ზრდა, ეს არის უკვე ძალიან სერიოზული შედეგი. და თქვენ იცით, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, 2031 წლის ჩათვლით ჩვენ გვექნება საშუალოდ 5.4 % ეკონომიკური ზრდა, რაც არის ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.

თუმცა ჩვენ ყოველ ჯერზე, ყოველ წელს სავალუტო ფონდის პროგნოზს ყოველთვის ვასრულებდით ხოლმე გადაჭარბებით და იმედი გვაქვს, ასევე გავაგრძელებთ მომავალი წლების განმავლობაში,”- აღნიშნა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები