მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2035 წლისთვის ნავთობზე მოთხოვნა შესაძლოა 4%-ით შემცირდეს - IEA

IEA

ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად გადადგმული ნაბიჯების ფონზე, 2035 წლისთვის ნავთობზე გლობალური მოთხოვნა შესაძლოა 4%-ზე მეტით შემცირდეს. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს განცხადებით, ეს სცენარი იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ მთავრობები ელექტრიფიკაციას, ენერგოეფექტურობასა და იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირებას დააჩქარებენ.

ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში ორგანიზაციამ ასევე წარადგინა ახალი სტრეს-ტესტი, რომელიც ჰორმუზის სრუტეში შეფერხებების გახანგრძლივებისას ბაზრებისა და მთავრობების შესაძლო რეაქციას აფასებს.

დამატებითი რეაგირების სცენარის მიხედვით, 2035 წელს ნავთობზე გლობალური მოთხოვნა დღე-ღამეში 4.4 მილიონი ბარელით ნაკლები იქნება, ვიდრე მთავრობების მიმდინარე პოლიტიკით გათვალისწინებულ საბაზისო სცენარში.

კერძოდ, დაჩქარებული რეაგირების პირობებში, ნავთობის გლობალური მოხმარება 2035 წელს დღე-ღამეში 97 მილიონ ბარელამდე შემცირდება, 2050 წლისთვის კი - 85 მილიონ ბარელამდე, მაშინ როცა მიმდინარე პოლიტიკის შენარჩუნების შემთხვევაში 2035 წლის მაჩვენებელმა 101 მილიონ ბარელს შეიძლება გადააჭარბოს.

ამავე სცენარით, ბუნებრივ აირზე მოთხოვნა მიმდინარე პოლიტიკის პროგნოზთან შედარებით 300 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტით შემცირდება.

ინფორმაციისთვის, ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკის გადახედვა განაპირობა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა, რომელმაც ნავთობისა და გაზის გლობალურ ვაჭრობას ისტორიაში ყველაზე მასშტაბური შეფერხება შეუქმნა. საომარმა მოქმედებებმა შეზღუდა მიმოსვლა ჰორმუზის სრუტეში. სტრატეგიულ მონაკვეთში, რომელიც სპარსეთის ყურის ექსპორტის მთავარი არტერიაა და ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის გლობალური მიწოდების დაახლოებით მეხუთედს ატარებს. სააგენტოს მონაცემებით, კონფლიქტის შედეგად სპარსეთის ყურიდან მიწოდების ჯამურმა დანაკარგმა 2.8 მილიარდი ბარელი ნავთობი და 60 მილიარდი კუბური მეტრი გაზი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები