მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2036 წლის ოლიმპიურ თამაშების მასპინძლობას ინდოეთი აპირებს

2036 ოლიმპიური თამაშები ინდოეთი

ინდოეთის პრემიერ მინისტრმა ნარენდრა მოდიმ დაადასტურა ქვეყნის სურვილი 2036 წლის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების მასპინძლობასთან დაკავშირებით.
მისი კონკურენტები პოლონეთი და ინდონეზია იქნებიან, რომლებმაც მუმბაიში ჩატარებულ ოლიმპიური კომიტეტის სხდომაზე ტურნირის მასპინძლობის სურვილი გამოთქვეს. 

“ეს ინდოეთისთვის ოცნებაა, ჩვენს ქვეყანაში სპორტი არ უყვართ მისით ცხოვრობენ. 2026 წლისთვის თუ ჩვენ აგვირჩევენ უდიდესი სპორტული ფორუმის მასპინძლებად გპირდებით, რომ ყველაფერი უმაღლეს დონეზე იქნება ორგანიზებული და ამით 1.5 მილიარდ ადამიანს გავახარებთ” - განაცხადა ნარენდრა მოდიმ.

მოდის არ დაუსახელებია რომელი ქალაქები მიიღებენ ტურნირს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ “აჰმედაბადის სტადიონი”, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მოედანია 132 ათასიანი ტევადობით, ქალაქ აჰმედაბადში მდებარეობს. შესაბამისად, ლოგიკურია ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი მასპინძელი აღნიშნული ქალაქი იყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები