სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ, ლეგენდარულ ძიუდოისტ ტედი რინერს შერეული საბრძოლო ხელოვნების ყველაზე პოპულარული კომპანია UFC ფენომენალურ კონტრაქტს სთავაზობს. იაპონური გამოცემა Tokyo Sport-ის ცნობით, ორგანიზაცია 34 წლის ძიუდოისტს კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ 15 მილიონ დოლარს სთავაზობს, რაც სპორტის სახეობის ისტორიაში სარეკორდო შეთავაზებაა.
რინერი ამჟამად მთლიანად პარიზის ოლიმპიურ თამაშებზეა გადართული და ჯერჯერობით შემოთავაზებაზე არ ფიქრობს, რადგან მისი მიზანი ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლის მოპოვებაა.
ცნობისთვის, წარსულში ტედი რინერი MMA-ის ერთ-ერთი კრიტიკოსი იყო. 2011 წელს რინერი ამბობდა, რომ სპორტის სახეობას, სადაც დისციპლინა არ არსებობს, სპორტი ვერ დაერქმეოდა და არავის მოუთმენდა სახეში მუშტისა და წიხლის დარტყმას.
შეგახსენებთ, რომ პირველად რინერმა ოლიმპიური ოქრო 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა, შემდეგ 2016 წელს რიო დე ჟანეიროს თამაშებზეც იგივე შედეგი გაიმეორა, 2020 წელს ტოკიოში კი გუნდურ პირველობაში საფრანგეთის ნაკრებთან ერთად შეძლო ოლიმპიური ოქროს მოპოვება.