ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრი (Naec.ge) 2024 წლის არჩევითი საგნების სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა გამოცდის ჩასაბარებლად, ისტორია აირჩია.
"21 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია ისტორიის გამოცდა. მათემატიკა აირჩია 17 000-მდე აბიტურიენტმა. გეოგრაფიის გამოცდაზე 2 600-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული. 1 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია ლიტერატურის გამოცდა. სამოქალაქო განათლება აირჩია- 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა. ქიმიის გამოცდაზე 2 800-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული. 1 000-ზე მეტი აბიტურიენი დარეგისტრირდა ფიზიკის გამოცდაზე. ბიოლოგია აირჩია – 4 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა, ხოლო ყველაზე ცოტა აბიტურიენტი, ხელოვნებაზე დარეგისტრირდა, რომლის რიცხვიც 270-ზე მეტია",-ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა, ხოლო მასწავლებლის გამოცდის ჩასაბარებლად 18 900 - ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა.