მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

₾21 918-ის ღირებულების ტელეფონების უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა - შემოსავლების სამსახური

6323102d01b4e
ინგა მურუსიძე
15.09.22 15:37
565
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,თბილისის აეროპორტი“ და ,,ბათუმის აეროპორტი“, არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

"მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, რუსეთისა და პაკისტანის მოქალაქეების ი.დ.-სა და ა.მ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა, ჯამში, 21 918,71 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 268-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში 21 918,71 ლარი (საქონლის ღირებულების 100%) შეეფარდათ", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები