მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

21 ივლისს თბილისში DevSecOps Inspire-ი იმართება

BM.GE
19.07.22 09:40
321
ორწლიანი პაუზის შემდეგ, 21 ივლისს თბილისში საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია, DevSecOps Inspire-ი ბრუნდება, რომელიც დეველოპერებს და კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით დასაქმებულ ადამიანებს მისცემს, როგორც ბოლო წლებში გამოკვეთილ უახლეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტებში გარკვევის, ასევე გლობალური კომპანიების ექსპერტების გაცნობის საშუალებას. აქსის თაუერსში დაგეგმილი შეხვედრა თიბისის მხარდაჭრით იმართება და თიბისიში როგორც განმარტავს, მხარს უჭერენ კონფერენციას, რადგან თიბისისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ტექ-კომუნის გაძლიერება და ამ მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

DevSecOps Inspire-ი ერთდღიანი კონფერენციაა, რომლის ფარგლებში, 200 მდე მონაწილისთვის სიტყვით Google-ის, თიბისის, Dynatrace-ის, Aqua Security-ის, HashiCorp-ის, Business Technology University-ის, Nozomi Networks-ისა და სხვა წამყვანი კომპანიების საუკეთესო სპიკერები წარდგებიან. ისინი ისაუბრებენ, როგორც ციფრული ტრანსფორმაციის, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიური კომპანიების მართვის შესახებ.

სტუმარი: ნინო ნიაური - HT Solutions-ის კიბერ უსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელი;
ნინო გვაზავა - HT Solutions-ის გენერალური დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები